დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველი, სტუდენტები და ადამიანის უფლებები
2010/05/04 13:39:12

26 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისში გაიმართა.
სახალხო დამცველ სტუდენტებს ესაუბრა ადამიანის უფლებათა მნიშვნელობასა და ომბუდსმენის ინსტიტუციის როლზე ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში.
გიორგი ტუღუშმა სტუდენტებს ასევე წარუდგინა 2009 წლის მეორე ნახევრის საპარლამენტო მოხსენების მოკლე მიმოხილვა, სადაც დეტალურადაა აღწერილი 2009 წლის 12 დეკემბერს ქუთაისის ?2 დაწესებულების კარცერში მსჯავრდებულის მიერ თავის ჩამოხრჩობის ფაქტი. აღნიშნულზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- მუხლით, რაც მდგომარეობის თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. გვამზე აღნიშნული იყო სიცოცხლის დროს მიყენებული დაზიანებები, რომლებზეც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაშიც არის საუბარი.

სახალხო დამცველი ამ ფაქტთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, რათა „პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოს და უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარი ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიება“ - წერია სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის, 2009 წლის მეორე ნახევრის მოხსენებაში.

მიუხედავად იმისა, რომ აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულებები, კვლავ პრობლემად რჩება რამდენიმე დაწესებულება, რომელთა დახურვის რეკომენდაცია სახალხო დამცველის მიერ იქნა გაცემული. ამ სიაში მოხვდა ხონის ?9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაც, რომლის ინფრასტრუქტურა და საყოფაცხოვრებო თუ ჰიგიენური პირობები კვლავ არადამაკმაყოფილებელია. პრობლემის მოგვარება კი მხოლოდ დაწესებულების კაპიტალური გარემონტების შემდეგ არის შესაძლებელი.

სახალხო დამცველმა სტუდენტებთან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში და ბავშვთა სახლებში არსებულ ვითარებაზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, სამოქალაქო-პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, სამართალდამცავი ორგანოების და ადამიანის უფლებებზეც ისაუბრა.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია. სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს სისხლის სამართლის ახალ კოდექსსა და ნაფიც მსაჯულთა სისტემაზე. შეხვედრას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლობის სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც უმცირესობების პრობლემებსა და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის სტუდენტებმა გიორგი ტუღუშს მედიის და სიტყვის თავისუფლების შესახებ დაუსვეს კითხვები. 2010 წლის აპრილიდან სახალხო დამცველის ქუთაისის სამოქალაქო განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამართავს სტუდენტური დისკუსიების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, კანონის უზენაესობის შესახებ ახალგაზრდობის ცოდნის გაზრდასა და სათანადო უნარების განვითარებას მათი სამოქალაქო ჩართულობის დონის ასამაღლებლად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია