დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სიები - სხვადასხვა ინტერპრეტაციებით
2010/04/16 16:45:15

დღეს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ორგანიზაციამ პრესკონფერენცია გამართა. პროექტ „კარდაკარის“ პროგრამის ხალმძღვანელ გოჩა ბარძგალაძის თქმით, მათ სიებში უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებულ ქუთაისის საარჩევნო უბნების საზღვრების მისამართებში 416 საცხოვრებელი ბინა, ფაქტობრივად, არ არსებობს. მოძრაობის წარმომადგენლებმა ცსკო-ს წარუდგიეს არარსებული მისამართები და კატეგორიულად მოსთხოვეს ვითარების გამოსწორება, მაგრამ მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. „ეს ყველაფერი იმის მიმანიშნებელია, რომ ხელისუფლებამ თავისი ხალხით დაკომპლექტებულ ცსკო-სთან ერთად უკვე დაიწყო არჩევნების გაყალბება.“- ამბობს ბარძგალაძე.

„ხდება სხვადასხვა სოციალური პროექტით ხალხზე მანიპულირება. ნაციონალური მოძრაობა ცარსახად აშანტაჟებს სოციალურად დაუცველ პირებს. ეუბნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებიან ხელისუფლების მხარდამჭერები, დახმარებას მოუხსნიან. ყოველდღიურად ხდება დაშინება როგორც საჯარო მოხელეების, ასევე კერძო სექტორში მომუშავე ადამიანების, რომლებსაც სამსახურიდან დათხოვნით ან ეკონომიკური პრობლემის შექმნით ემუქრებიან. ნაციონალური მოძრაობა არ ერიდება ამომრჩეველთა პირდაპირ მოსყიდვას. ეს ყველაფერი საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიერაა აკრძალული და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება,“ - აცხადებენ ნოღაიდელის პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში და ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს არჩევნების გაყალბება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია