დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლექტორები უმუშევარი დარჩნენ
2010/03/19 14:39:54

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ჩაუტარდათ. 6-პუნქტიანი სისტემა 588 კონკურსანტიდან 412-მა გადალახა, დარჩენილია მხოლოდ 19 ვაკანსიაა. 195 კონკურსანტი კი სამსახურის გარეშე აღმოჩნდა. 16 მარტს განაწყენებულმა ლექტორები უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და კონკურსის შედეგები გააპროტესტეს. ორმა მათგანმა შიმშილობაც გამოაცხადა. ჯერჯერობით, სოლიდარობა მათ მხოლოდ ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორმა, სამსონ გუგავამ გამოუცხადა. ქუთაისელი ლექტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორს ანასტასია ზაქარიაძეს კონკურსის პროცესში უშუალო ჩარევაში ადანაშაულებენ. საზოგადოებრივ მეცნიერებათა ტექნიკის აკადემიური დოქტორი ნანა ლუხუტაშვილი აცხადებს: „უნივერსიტეტში უსამართლო კონკურსი ჩატარდა. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა ასე დიდია უმუშევართა რაოდენობა, არასწორია, რომ ნიჭიერი და ღირსეული პედაგოგი დარჩეს სამსახურის გარეშე. მე ბიზნესი არ მაქვს, რომ ოჯახი ვარჩინო და ეს საკითხი რაღაცნაირად უნდა მოწესრიგდეს.“

როგორც გაირკვა, თუკი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა პროტესტანტი ლექტორების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და კონკურსის შედეგებს არ გადახედავს, ისინი სტუდენტებთან ერთად პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია