დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში ისევ წვიმს...
2010/03/16 16:56:44

იმერთის რეგიონში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. სტიქიას რეგიონისათვის სერიოზული ზარალი არ მიუყენებია, მხოლოდ ხონის რაიონის რამდენიმე სოფლის გზა, სადაც სანიაღვრე არხები არ არის, წყალმა დაფარა, ამიტომ მოსახლეობას გადაადგილება რამდენიმე საათით შეეზღუდა. რაიონის ხელმძღვანელობის ძირითადი ყურადღება მდინარე ცხენისწყლისკენაა მიმართული, რადგან სოფელ მათხოჯის ტერიტორიაზე მდინარის დამბები დაზიანებულია.

დღეს დილით ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირის გზის პირას რამდენიმე ლოდი ჩამოვარდა, მაგრამ ამას გზის ჩახერგვა არ მოჰყოლია და ორპირი-ტყიბულის მიმართულებით მოძრაობა ჩვეულ რეჟიმშია.

სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 19 მარტამდე შენარჩუნდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1542
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია