დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სექსი ჩვენს ქალაქში
2010/03/15 13:15:22

ახლახანს გევიარე ამ ჩვენ ძველ-ახალ ქუთაისში. აუ, რა ლამაზია პირველი სკოლა, თეთრი ხიდი, ყოფილი აბანოს შენობა! პუშკინის ქუჩას რო გავხედე, გემეხარდა, დედა, რამხელა შენობებია წამომართული, ქე დეეფსება მტერს თვალები (შიგნით კიდო - მოყვარეს!) ამის დანახვაზე, აბა, რა იქნება. ყოფილ წულუკიძის ბაღს მივაშურე, ცოტას დევისვენებთქვა. ფეხები აღარ მემორჩილება ძველებურად, ხოდა, დავჯექი „სკამეიკაზე“. მივიხედ-მევიხედე და... ვაი ქაიხოსროს, რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები ამ სიბერეში! თავი ჩემი ოჯახობის საყვარელ ბრაზილიურ ტელესერიალში მეგონა - იქანე ვხედავ მე ამნაირ კოცნა-ხვევნას. რას წარმევიდგენდი, თუ ჩემს ქუთაისში, ასეთ გამორჩეულ ადგილას, ხელისგულივით რო არის ეს ბაღი გაშიშვლებული, ამდენი შეყვარებული წყვილი ამ სიცივეში, დღისით-მზისით, ამნაირ სცენებს თუ გამართავდენ!

მერე ასაკი არ გაინტერესებთ? სკოლის ბოვშები!

მაგენი კიდო კარგად არიან ამდენი სერიალების შემყურე, რომელი საათი იყო, იცით? გაკვეთილების მაგიერ, აგერ, ბატონო, სუფთა ჰაერზე ისვენებენ, ტელევიზორში ნანახზე პრაქტიკულად ვარჯიშობენ, თანაც - რა ზუსტად!

გევიხედე, მოდის დედა პოლიკლინიკიდან ორი პატარა ბიჭით. უფროსი ეუბნება დედას: „დედიკო, დედიკო, ნახე იმ ბიჭმა გოგოს საყურე შეუჭამაო“. დედამ ბოვშს ხელი მაგრად ჩასჭიდა და ნაბიჯს მოუჩქარა , არაა მაგი შენი საქმეო, წეილუღლუღა შეცბუნებულმა. იმ ახალგაზრდა დედაზე ნაკლებად არ შემრცხვენია მე. ა, ბატონო თქვენი ცივილიზაცია, არც ისე ბებერი ვარ, მარა, ამნაირი სცენების ყურება ჩემი შვილიშვილებიზა  ნამდვილად არ მინდა.

გევიდა ერთი ათი წუთი და ჩემს „სკამეიკაზეც“ ჩამოჯდა წყვილი. რა მოხდა მერე, ვიფიქრე, ყველა ერთნაირი ხო არ იქნებათქვა, მარა შევცდი, ძალიან შევცდი. წყვილი ნამეტანი სექსის მოყვარული აღმოჩნდა და კოცნას ხელების ფათურიც ქე მიაყოლენ. ის გოგო უფრო აქტიურობდა. დავაკვირდი - ჩემი მეზობლის თამუნიე არ იყო?! უხერხულად ვიგრძენი თავი ძალიან, ავდექი, ვაი ჩვენს პატრონსთქვა, ჩევილაპარაკე, და ლასლასით გამოუყევი სახლისკენ გზას.

ვიფიქრე, რა ქვია ამასთქვა და დიდი ფიქრის მერე დავასკვენი, ამდენს რო გეიძახიან, ეგია, ალბათ, ინტეგრაცია და გლობალიზაცია!!!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1343
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია