დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მზეჭაბუკი“ დაბრუნდება...
2010/03/10 16:00:20

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის კიდევ ერთი ძეგლი დაიდგმება. საუბარია ცხენზე ამხედრებული მზეჭაბუკის ქანდაკებაზე, რომელიც „დიდების მემორიალის“ დემონტაჟამდე შედიოდა მემორიალის კომპლექსში.  

„მზეჭაბუკი“, ბოლო 15 წელია, დაზიანებული იყო. ქუთაისის მერია აწარმოებდა მოლაპარაკებებს ძეგლის ავტორთან, რათა მომხდარიყო მისი აღდგენა. დღეს კი ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მერაბ ბერძენიშვილთან გაფორმდა ხელშეკრულება „მზეჭაბუკის“ აღდგენასთან დაკავშირებით. ძუგლი უკვე გადაიტანეს თბილისში. ტრანსპორტირებისა და აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო თანხებს ქუთაისის მერია გაიღებს. „მზეჭაბუკი“, უკვე აღდგენილი სახით, დაახლოებით ორ თვეში, კვლავ ქუთაისს დაუბრუნდება. მის დადგმას ქალაქის შემოსასვლელში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია