დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დედის დღე ქუთაისში
2010/03/04 13:05:37

3 მარტს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში დედის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ქალაქის კულტურის სამსახური გახლდათ.

წარმოდგენის პირველი ნაწილი თბილისიდან მოწვეული პოეტის, ეკა ბაქრაძის შემოქმედებას დაეთმო. ავტორმა საკუთარი ლექსები შთამბეჭდავად წაიკითხა.

კონცერტის მეორე ნაწილში კი დედებს დღესასწაული ქალაქის შემოქმედებითმა კოლექტივებმა მიულოცეს.

საღამოზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე, რომელმაც საზოგადოებას დედის დღე მიულოცა და ქალბატონი მწერლების, პოეტების, ჟურნალისტების, მედიკოსების და პედაგოგების წარმომადგენლებს საჩუქრებიც უსახსოვრა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია