დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„თეგეტა მოტორსი“ ბიუჯეტს შეეშველება
2010/03/01 16:51:52

პირველი მარტიდან ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, გარკვეული ჯგუფის ინვალიდებს, იძულებით გადაადგილებულებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს ქუთაისის საავტომობილო ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება, ხარჯებს კი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ გაიღებს. ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის გოჩა ლეკვეიშვილის ცნობით, აღნიშნული კატეგორიის 1200-მდე ადამიანის სატრანსპორტო  გადაადგილება გასულ წლებში ქუთაისის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, რისთვისაც დაახლოებით 100 000 ლარი იხარჯებოდა. 2010 წლის განმავლობაში კი უფასო მგზარობის პროგრამა მოქალაქეებისათვის საქალაქო კლასის საავტობუსო მარშრუტით თავის თაზე კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ აიღო. მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის, არჩილ უგბანიას ხელმძღვანელობით შეღავათებით მოსარგებლე ბენეფიციარებს მალე დაურიგდებათ მოწმობები, რითაც ისინი ქალაქში უფასო მგზარობას შეძლებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია