დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დერექ ბატლერი ქუთაისის საპატიო მოქალაქეა!
2010/03/01 13:58:29

საპატიო ქუთაისელთა რიგს შეემატა ღირსეული პიროვნება, ჩვენი ქალაქის დიდი მეგობარი დერექ ბატლერი.

რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრთა წარდგენას და მისტერ ბატლერს ეს სტატუსი მიაკუთვნა იმ დაუღალავი, უანგარო შრომისათვის, რაც მან ჩადო ქუთაისსა და ნიუპორტს შორის მეგობრობაში.

„ადამიანი - ინტელექტუალი, პასუხისმგებლობის გასაოცარი გრძნობის მქონე, შესანიშნავი ორგანიზატორი, ჩვენს უცხოელ მეგობრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელიც მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა ჩვენი მეგობრობის გაღრმავებასა და განვითარებას, - ასე ახასიათებს დერექ ბატლერს ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი მადონა მეგრელიშვილი, - სწორედ მისი წყალობით მოხდა ქუთაისის საგანმანათლებლო სისტემის შემდგომი გაუმჯობესება; საფუძველი ჩაეყარა ქუთაისელ სტუდენტთა საგანმანათლებლო მივლინებებს ნიუპორტში. შესანიშნავი იყო მის მიერ ჩატარებულ ლექციათა კურსი, რისი შედეგიც გახლდა მისთვის 1998 წელს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების მინიჭება.“

ქუთაისისა და ნიუპორტის დამეგობრებიდან 20 წელი გავიდა. ჩვენი ნიუპორტელი მეგობრები კვლავ ჩვენთან არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, უპირველესად - დერექ და როსმარ ბატლერები.

 

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია