დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მედიის დამცველები
2010/02/22 12:11:38

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა ფუნქციონირება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“ - ფარგლებში. პროექტს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ახორციელებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში უკვე გაიკრა აბრა „ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი.“

 

 პროექტი 18 თვიანია, თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი ამბობს, პროექტის დასრულების შემდეგ ცენტრები ფუნქციონირებას არ შეწყვეტენ და აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას.

თამარ ხიდაშელი: „ჩვენთვის, ახალგაზრდა იურისტებისთვის, ამ პროექტის გარეშეც კი ყოველთვის იყო პრიორიტეტული ჟურნალისტები და მათი საქმიანობა.“

ამჯერად განსხვავებული მხოლოდ ის იქნება, რომ თითოეულ ცენტრში ჟურნალისტების საქმეებზე თითო იურისტი იმუშავებს, უფრო კონკრეტულად - 9 ადვოკატი 8 რეგიონში.   

მართალია, ცენტრს აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ სამომავლოდ მუშაობა მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, პრაქტიკულად რა საკითხები წამოიჭრება. რამდენიმე კონკრეტული საქმიანობა უკვე წინასწარ დაგეგმილია; თუ ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დროს შეექმნებათ პრობლემა, ან საჩივრის შედგენა დასჭირდებათ, ნებისმიერ სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით ცენტრი ვალდებულია, დაეხმაროს. ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ, ისარგებლონ უფასო ადვოკატითაც, თუ სასამართლოში წარმომადგენლობა დასჭირდებათ. შრომითი ურთიერთობების დროს შექმნილი პრობლემების მოგვარებაშიც დაეხმარებიან.

თამარ გურჩიანი ამ პროექტის კოორდინატორია, როგორც მან აღნიშნა, მართალია, რეგიონებში პრეზენტაციები ამჟამად მიმდინარეობს, მაგრამ ცენტრმა საქმიანობა ნოემბრიდანვე დაიწყო და წარმოებაში უკვე ათამდე საქმეა.

თამარ გურჩიანი: „უკვე გავეცით 70-მდე კონსულტაცია, შედგენილი გვაქვს 40-მდე სამართლებრივი დოკუმენტი და წარმოებაშია 10-მდე საქმე. ეს პროექტი ითვალისწინებს საკანონმდებლო ინიციატივებსაც, ამიტომ ძალიან კარგი იქება, თუ ჟურნალისტები შემოგვთავაზებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომელსაც როგორც კანონ-პროექტს ან ცვლილებებს, კანონში ისე შევიტანთ.“

ქუთაისში ჟურნალისტების უფლებებს ორი ადვოკატი დაიცავს - ირინე ობოლაძე და გიორგი ჭიქაბერიძე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1387
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია