დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პროფკავშირები მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე ზრუნავს
2010/02/01 12:33:40

მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე და ვიცე-პრეზიდენტი მაია ლიპარტელიანი გასული კვირის ბოლოს ქუთაისში იმყოფებოდნენ და იმერეთის რეგიონის პედაგოგებს შეხვდნენ. ამ შეხვედრას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, თუმცა, მთავარი მაინც ის სახელმძღვანელო იყო, რომელიც პროფკავშირებმა მათემატიკის მასწავლებლებისთვის შექმნეს.

მანანა ღურჭუმალიძე: „როცა მასწავლებლებს თავიანთი პრობლემების შესახებ ვეკითხებოდით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისინი სახელმძღვანელოების დეფიციტს ასახელებდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ნაწილობრივ მაინც მოგვეხსნა ეს პრობლემა. მეთოდური სახელმძღვანელოების შედგენასთან დაკავშირებით ჩავატარეთ კონკურსი, შევარჩიეთ ექსპერტები და ორი წლის მანძილზე იწერებოდა მათემატიკის, ქართულისა და უცხო ენის სახელმძღვანელოები. ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს დაწყებითი კლასის მასწავლებლების სახელმძღვანელოზე. რაც შეეხება მათემატიკის სახელმძღვანელოს, იგი შედგება ოთხი ნაწილისაგან. თითო პაკეტს თითო სკოლას უფასოდ გადავცემთ, როგორც საჯარო სკოლებს, ასევე - კერძოს.“

მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის წევრებისთვის პაკეტი 8 ლარი ეღირება, ეს მინიმალური თანხაა, ხოლო არაწევრებისთვის წიგნების ფასი 100 ლარამდე იქნება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია