დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შენი მაინც არავის ესმის!!!
2009/12/21 12:16:24

ხალხი და ხელისუფლება - წესით, ეს ორი ცნება ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს, ქართულ რეალობაში სხვა სიტუაციაა. ხალხის სახელით ბევრი რამ კეთდება - ცუდიც და კარგიც. საჩვენებელი შეხვედრები ხალხთან - ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. არსებობს სხვადასხვა სახის პროექტები - ბიუჯეტი ხალხთან ერთად, მინისტრები ხალხთან ერთად და ასე შემდეგ. თუმცა, ხანდახან ხელისუფლება ძალიან დელიკატურად ამბობს, რომ უბრალო ადამიანებმა არ იციან, რა არის მათთვის უკეთესი.

რა ხდება, როცა მთავრობას ხალხის არ ესმის, ამის მაგალითები საქართველოს ისტორიიდან ბლომად გვაქვს. საპროტესტო მუხტი ახლაც დიდია, თუმცა, პროტესტს რაღაცნაირი ინდიფერენტული განწყობაც ახლავს თან: „შენი მაინც არავის ესმის“.

 

შოთა, 44 წლის: „ხელისუფლებას ძალიან არ ვანაღვლებთ, მაგათ მხოლოდ ერთი დარდი აქვთ, არჩევნები როგორ გააყალბონ უმტკივნეულოდ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ. ხალხის აზრი ვის აინტერესებს. თუ გინდა, პროტესტიც გამოხატე, რეაგირება არასდროს არ აქვს.“

თალიკო, 77 წლის: „რა ვიცი, შვილო, ჩემი პირადი პრობლემებისთვის არასდროს მიმიმართავს ხელისუფლებისთვის. წესით, უნდა ესმოდეთ ხალხის და ხალხის აზრით და სურვილით უნდა მართავდნენ ქვეყანას და არა - თავიანთი ხუშტურებით.“

სანდრო, 30 წლის: „ხელისუფლება ჩვენი არჩეული არაა? ხოდა, ახლა ჩვენც კეთილი უნდა ვინებოთ და მათ მოქმედებებს უნდა შევეგუოთ, მათ უკეთ იციან, რა სჯობს ჩვენთვის.“

ანა, 40 წლის: „რა, კიდე სჯერა ვინმეს, რომ ხელისუფლებას ჩვენი ბედი აღელვებს? ხელისუფლება არ ცდილობს, ხალხს მოუსმინოს და გაუგოს. ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, ისიც - ხალხის დასანახად. მაგრამ, მე მგონი, ხალხი უკვე მიხვდა ამ ფანდს.“

მარიკა, 32 წლის: „ხელისუფლებაში რაც უნდა, იმას აკეთებენ.

თუმცა, ამ ბოლო დროს ხალხსაც არ ესმის ხელისუფლების.

ხელისუფლება და ხალხი ჩრდილო და სამხრეთ პოლუსებია, რომლებიც არასდროს არ შეერთდებიან.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1364
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია