დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაფიცვამ მატარებელი დააგვიანა...
2009/12/10 13:53:45

დღეს სამტრედიის რკინიგზის სადგურში ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სამი საათის დაგვიანებით შევიდა. ოზურგეთში აგრარული ბაზრის 150-მდე მოვაჭრემ რკინიგზის მთავარი მაგისტრალი გადაკეტა. დილით აგრარულ ბაზარში მისულ მოვაჭრეებს ბაზრის ჭიშკარი ჩამოხსნილი და საქონელი გაძარცვული დახვდათ. ბაზარს დაცვა ჰყავდა, თუმცა მისი თანამშრომლები ადგილზე არ გამოჩენილან. მოვაჭრეები ამ ფაქტის გამო ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რადგან ბაზრის ირგვლის დავა უკვე კარგა ხანია გრძელდებოდა.

აქციაზე მისული მოვაჭრეები ფაქტის სასწრაფო გამოძიებას და იმის გარკვევას ითხოვდნენ, თუ რატომ არ ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას დაცვის თანამშრომლები. მათ ამ მოთხოვნებით გადაკეტეს სარკინიგზო მაგისტრალი.

ამ მიზეზით ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ოზურგეთიდან 9:30 წუთზე უნდა გამოსულიყო, სამი საათის დაგვიანებით გამოვიდა და შემდეგ სადგურებშიც ამდენივე ხნის დაგვიანებით შევიდა. სამტრედიის გამგებლის, ემზარ შუბლაძის თქმით, წუთი-წუთზე სამტრედიის სადგურში მატარებელი შემოვა და მგზავრები ჩვეულ რეჟიმში ჩასხდებიან. პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მგზავრთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მატარებლის დაგვიანება რკინიგზის ხელმძღვანელობასთან გააპროტესტა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია