დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პირველი სტუმარი შემოქმედებითი შეხვედრების სალონში
2009/12/02 13:08:05

გასულ კვირას თეატრალური საზოგადოების სახლში მწერლისა და დრამატურგის, თეიმურაზ ლანჩავას დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც ქუთაისელი მწერლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარემ ლევან როხვაძემ მწერალს, პირველ რიგში, დაბადების დღე მიულოცა. შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ დაარსდა შემოქმედებითი შეხვედრების სალონი, რომლის პირველი სტუმარიც სწორედ თეიმურაზ ლანჩავა გახდა.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესმა, მეუფე კალისტრატემ, რომელსაც ქუთაისის საპატიო მოქალაქედ არჩევა გულთბილად მიულოცეს, განაცხადა.

- სწორედ ასეთი შემოქმედებითი სანახაობები გვჭირდება, რომლითაც, საუბედუროდ, არ ვართ განებივრებულები. ასეთი შეხვედრების დროს ერთმანეთზე უხილავი მადლი გადადის.

მეუფემ სასულიერო წიგნი უსახსოვრა მწერალს.

კოლეგებიდან პირველი გამოვიდა მწერალი და მეცნიერი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, რომელმაც განაცხადა:

- თემური უაღრესად თავმდაბალი ადამიანი იყო ახალგაზრდობიდან და დღემდე ასე რჩება. როცა სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდიოდა, მისი ნოველები გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე იბეჭდებოდა. „ჩემი მხიარული მოწყენილობა“ მის სავიზიტო ბარათად იქცა, ამ ნაწარმოებმა ძალიან გაუთქვა სახელი. ჩვენ ახალგაზრდობის შემოქმედებითმა წლებმა დაგვაკავშირა და დღემდე ასე გრძელდება.“

მწერლის ნიჭიერებასა და პიროვნულ თვისებებზე კიდევ ბევრმა გამომსვლელმა ილაპარაკა.

როცა ჯერი იუბილარზე მიდგა, მან იხუმრა:

- ჩემზე უამრავი რამ ითქვა, რა უნდა დავამატო, არც კი ვიცი. დავიჯერე კიდეც, იმდენი შემაქესო.

მან ახალი კრებულიდან საყვარელი ლექსები წაიკითხა.

ორსაათიან საღამოს ანსამბლ „ბერმუხას“ წევრებიც ალამაზებდნენ მათ მიერ შესრულებული სიმღერებით.

 

ნანა კუკულავა,

სალომე ბებია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია