დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უვადო პატიმრობა - ნარკოტიკების შემოტანისათვის
2009/11/30 11:48:02

გარდაბანში მცხოვრებ 48 წლის რახილა მამედოვას სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ის ცნობილი სს კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლით გაასამართლეს, რაც ნარკოტიკების განსაკუთრებულად დიდი ოდენობით შეძენას, შენახვას და ასევე ნარკოტიკული საშუალებების ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ასეთი შემთხვევების მიმართ განსაკუთრებით მკაცრია.

რახილა მამედოვა 2009 წლის ივნისში სარფის საბაჟოზე დააკავეს. მის წინააღმდეგ არსებული საბრალდებო დასკვნის თანახმად, მან თურქეთის რესპუბლიკაში 201,8 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი შეიძინა, რომელიც საქართველოში ხელჩანთით შემოიტანა ის სარფის სასაზღვრო - გამშვებ პუნქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოავლინეს. მამედოვა დააკავეს, მოგვიანებით კი ხელვაჩაურის სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენი რახილა მამედოვას ადვოკატმა ედნარ კეკელიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვდა. მისი მტკიცებით, ჩანთა, რომელშიც ჰეროინი აღმოჩნდა, მამედოვას თურქეთიდან მისთვის უცნობმა პირმა გამოატანა, სთხოვა, რომ სარფში მას დახვდებოდა მოქალაქე, ვისთვისაც ეს ჩანთა უნდა გადაეცა. რადგანაც ჩანთაში ბავშვის ტანსაცმელი და საჩუქრები იდო, მამედოვას ის საეჭვოდ არ მიუჩნევია. სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე მარინა სირაძის თავმჯდომარეობით, ხელვაჩაურის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. სასამართლოს განაჩენით, რახილა მამედოვას წინააღმდეგ არსებული ბრალდება დადასტურებულია უტყუარი მტკიცებულებებით. მათ შორის თვით მამედოვას მიერ სასამართლოსათვის მიცემული აღიარებითი ჩვენებით. მოსამართლეთა გადაწყვეტილებით არ არსებობს გარემოება, რომელიც მსჯავრდებულისთვის განაჩენის შემსუბუქების საფუძველი გახდებოდა. თუმცა, განაჩენი საბოლოო არაა და მისი გასაჩივრება კვლავ შესაძლებელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია