დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყოფილი ტყვეები დახმარებას მიიღებენ
2009/11/16 14:14:32

საქართველოში მცხოვრებმა, მეორე მსოფლიო ომის 165-მა ტყვედყოფილმა მონაწილემ ჰუმანიტარული დახმარება ქართულ-უკრაინული ასოციაცია    „მეგობრობის“ დახმარებით უკვე აიღო. ამ კატეგორიის მოქალაქეების მოძიება და რეგისტრაცია ისევ გრძელდება.

 „მეგობრობა“ გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „კონტაქტე-კონტაქტის“ პარტნიორია. ბერლინში დაფუძნებული ორგანიზაცია ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.

„კონტაქტე-კონტაქტმა“ უკრაინულ ასოციაციასთან ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გააფორმა და 300-ევროიანი დახმარება უკვე გადასცა ომის 165 მონაწილეს.

ასოციაცია „მეგობრობის“ ვიცე-პრეზიდენტი ნუგზარ ანდღულაძე აღნიშნავს, რომ მათთან პიროვნებამ პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად უნდა წარმოადგინოს ის დოკუმენტი, რომელიც მის ტყვედ ყოფნას ადასტურებს, ამის შემდეგ საბუთები გერმანიაში იგზავნება. მისი გადამოწმების მერე უკვე დახმარება ჩამოდის.

„ბიუროკრატიული ბარიერები არ არსებობს, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, თანხა მალევე, პირდაპირ ჩვენი ორგანიზაციის სპეციალურ ანგარიშზე ირიცხება. უკვე თითქმის მოვიცავით დასავლეთ საქართველო და ამჯერად სამცხე-ჯავახეთსა და თიანეთში დაიწყება ტყვედყოფილების რეგისტრაცია,“- აღნიშნავს ნუგზარ ანდღულაძე.

ხშირ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ინფორმაციას  ვეტერანთა საქმეები დეპარტამენტიდან იღებს.

ქართულ-უკრაინული ასოციაციისა და „კონტაქტე-კონტაქტის“ კავშირები სამომავლოდ სხვა ფორმითაც  გაგრძელდება.

მალე ეს გერმანული ორგანიზაცია საქართველოში სტუმრობასა და ყოფილ ტყვეებთან შეხვედრასაც გეგმავს.

გერმანელები ქართველი ტყვეების მოგონებებსაც მოისმენენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1413
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია