დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაპუტული ფარშევანგი
2009/10/14 14:14:59

არა, კაცო, მარტო მთავრობა კი არა, ხალხიც არ გვივარგა. გულზე ვარ გასისინებული. ტყიბულში ვიყავი ამ არდადეგებზე, ცოლოურობის ბიძაშვილობა მყავს იქით, მთელი ერთი წელი მეხვერწებოდნენ, ქაიხოსრო, ამ ზაფხულს დაგვაფასე და ამოდიო და მეც ხათრი ვეღარ გოუტეხე, წევედი ტყიბულში და ქე ვიყავი მთელი დღეები მხარ-თეძოზე წამოგორებული. თავიდან ღვინის სმას შევყევით, სულ განსხვავებულები მასვეს, ერთი-ორი დღის მერე მევითხოვე, ქალაქის ცენტრში გევისეირნოთ-თქო. სიმართლე გითხრათ, ბონდოიას ბატონობის შემდეგ არ ვიყავი ნამყოფი და ქე მაინტერესებდა, ამ კუბლაშვილებმა თუ გააკეთეს რამე-თქო.

რა გინდა ქაიხოსრო, ქალაქის ცენტრში ისევე ქეიფობა გავაგრძელოთ, იქანა ისეთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არაფერიაო, - მირჩიეს ჩემი ცოლის ბიძაშვილებმა.

არა, გინდა თუ არა, უნდა წევიდეთ-თქო და გოუყევი გზას, ჩევედი ცენტრში, მივავლე-მოვავლე ჩემი წყალობის თვალი.

ვხედავ აგერ ფარშევანგები არ არიან?! გამიხარდა, იქვე მიმავალ ქალს ვკითხე, ეს ფარშევანგები საიდან გაჩნდა აქანე-თქო. მაგი ჩვენმა ხელისუფლებამ მოგვიყვანაო, მარა ერთი უბედურება ჭირთ, მაგ საცოდავებსო. მომიგდო ეს ორი სიტყვა და რო უნდა ვკითხო, რა უბედურებას გულისხმობთ ქალბატონო-თქო, ამ ფარშევანგებმა კუდის გაშლა არ დააპირეს?! დააპირეს მარა, სადაა კუდი?! დოუპუტია ვიღაცას და ქე დოუტოვებია მარტო ერთი ნარინჯისფერი ფრთა! დევიწვი ფარშევანგის საცოდაობით. რა იყო, შე კაი ადამიანო, გაგამდიდრა ფარშევანგის კუდმა თუ რა გიქნა, დაგეყენებია თავის ადგილზე, გეიხარებდა თვალი იმ კუდის ყურებისას. მარა, ამნაირი გლახა ხალხი ვართ ქართველები, ამ მთავრობასაც რა ჯანდაბად უნდოდა ფარშევანგებში რო დახარჯა ფული, ხალხი შიმშილით კვდება... მარა, კი იყიდეს და დააყენე ე კუდი მის ადგილას!!!

არ მინდა იმ საცოდავი ფარშევანგის გახსენება, მაგი რომ ციხოველთა დაცვის საზოგადოებას დაანახა, გედეირევიენ. სასაცილო ამბავიცაა, სასირცხოც, და კიდე არ ვიცი, რა ვუწოდო ამ საშინელ ფაქტს! ამ კუდის დამგლეჯავს კი უნდა დაატეხო ხელები, მარა ვინ მეტყვის, მე ვიყავი, ქაიხოსრო ბიძიაო?..

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1422
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია