დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში ბავშვები გაზით მოიწამლნენ
2009/10/08 19:17:12

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გაზით მოიწამლნენ. ორი მოსწავლე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პედაგოგები ინციდენტის მიზეზად სკოლასთან ახლოს მიმდინარე სამუშაოებს ასახელებენ.

მათი ინფორმაციით, ქალაქის მერიასთან სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია აწარმოებს. სწორედ მათ გადაჭრეს გაზის მილები, რის შემდეგაც ბუნებრივი აირის გამონაბოლქვმა სკოლის შენობაში შეაღწია.

სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა, თუმცა მოსწავლეთა ნაწილი სკოლიდან მშობლებმა გაიყვანა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია