დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პროფილაქტიკური სამუშაოები „ენერგო-პრო ჯორჯიაში“
2009/10/07 15:35:26

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება მაღალი ძაბვის ქვესადგურებს „ქუთაისი 6“ და „ონი“, აგრეთვე გაითიშება 110-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ღანირი“, რომლითაც ძაბვა ხონის რაიონს მიეწოდება.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოები 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება და ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქუთაისის სულხან-საბას დასახლებას (8535 აბონენტი), ონის  მომსახურების ცენტრის ნაწილს (5352 აბონენტი), აგრეთვე ხონის რაიონს (9870 აბონენტი). პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია