დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ტუღუში სუბარის გზას აგრძელებს
2009/09/22 19:31:53

დღეს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მედიას თავისი მიზნები და პრიორიტეტები გააცნო. მისი თქმით, ამჟამად მთავარი პრიორიტეტი პარლამენტის წინაშე წარსადგენი ანგარიშია, რომელიც სოზარ სუბარმა მოამზადა, თუმცა კანონის მიხედვით, ის საკანონდებლო ორგანოს ახალმა სახალხო დამცველმა უნდა წარუდგინოს. ტუღუში უკვე გაეცნო სუბარის მიერ შედგენილ ანგარიშს და როგორც თავად ამბობს, მასში ცვლილებების შეტანას არ აპირებს.

გიორგი ტუღუშმა საზოგადოებას თავისი მოადგილეც წარუდგინა – ტატა  ხუნწარია, რომელიც მოვალეობის შესრულებას პირველი ოქტომბრიდან შეუდგება. სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა სოზარ სუბარის საქმიანობა და მას კარგი სახალხო დამცველი უწოდა.

„მეც ყველანაირად ვეცდები პირნათლად შევასრულო ჩემი მოვალეობა და დავიცვა ადამიანის უფლებები. თუ საჭირო გახდა, ვიქნები ძალიან კრიტიკულიც ხელისუფლების მიმართ,” –განუცხადა მედიას ახალმა სახალხო დამცველმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1440
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია