დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გერმანისტები წერეთლის უნივერსიტეტში
2009/09/22 16:31:49

„ენა და ლიტერატურა პოლიტიკის ჭრილში“ – ამ სახელწოდებით 21 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია კრისტიან ვოლფის დაბადებიდან 80 წლისთავს ეძღვნებოდა. რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჰაიდელბერგის რუპერტ კარლის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში ჩატარდა და ის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა დააფინანსა.

კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც გერმანიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და სომხეთიდან ჩამოსული სტუმრები, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გერმანისტებიც.

„ეს პარტნიორობა მოიცავს არა მარტო ასეთი ტიპის კონფერენციების ჩატარებას, არამედ უამრავ საერთაშორისო ხასიათის მოვლენას, სიმპოზიუმებში მონაწილეობას, გერმანიაში სტუდენტების, ლექტორების გაცვლას. აქ ჩამოდიან გერმანელი პროფესორები, კითხულობენ ლექციებს, ჩვენი სტუდენტები იქ სემესტრების განმავლობაში სწავლობენ, ასევე ჩვენი ლექტორები იქ მუშაობენ“, - აღნიშნა პროფესორმა ნანაული კაკაურიძემ.

კონფერენციის მუშაობაში სულ 17 დოქტორანტი მონაწილეობდა, ძირითადად, ენისა და ლიტერატურის სტუდენტები.

„კონფერენციის თემა პირდაპირ კავშირშია ქუთაისთან. თავის რომანში „მედეას ხმები“ ქრისტიან ვოლფმა აღწერა მედეა და ის პირობები, რომელიც კოლხეთში იყო მაშინ. ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ კონფერენცია ჩავატაროთ ზუსტად აი, ამ ადგილას, სადაც მედეა ცხოვრობდა, რაც დააკავშირებს შემდეგ ლიტერატურას, პოლიტიკას და ესთეტიკას“, - გვითხრა პროფესორმა გერტრუდ მარია როშმა.

ქუთაისისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებს შორის რამდენიმეწლიანი ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება. აქტიურად მოხდება სტუდენტების გაცვლა და სხვადასხვა ტიპის სასწავლო პროექტების განხორციელება. უკვე შესაძლებელი იქნება ქართველი სტუდენტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე 3 თვის განმავლობაში გერმანიაში გამგზავრებაც, რათა იქ იმუშაონ დაამთავრონ საკუთარი ნაშრომები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1544
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია