წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთის ტერიტორიაზე ორი ადგილობრივი მცხოვრები საქონელს მწყემსავდა. ადიდებულმა მდინარემ პირუტყვი გაიტაცა, მწყემსებმა კი საქონლის გადარჩენა სცადეს, თუმცა – უშედეგოდ. 55 წლის ბეჟან მეფარიშვილი მდინარემ გაიტაცა და დაიხრჩო, ადგილობრივმა მკვიდრმა შეძლო მასთან ერთად მყოფი 21 წლის მწყემსის გადარჩენა. მაშველებმა გარდაცვლილის ცხედრის პოვნა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.