დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში წყლის ხარისხი არ კონტროლდება
2009/09/21 13:07:46

რო­გორც სპე­ცი­­ლის­ტები ამბობენ: ქუ­თა­ისს წყალი არ უნ­და უჭირ­დეს, რად­გან ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც კავ­კა­სი­­ნის ქე­დი მთავ­რდება და იწყება კოლხეთის დაბლობი. ქუ­თა­­სის შემ­დეგ რი­­ნი 10 კი­ლო­მეტ­რზე ვერ­ტი­კა­ლურ სი­მაღ­ლეს მხოლოდ 85 მეტ­რით კარ­გავს. ანუ ეს არის სი­მაღ­ლე­თა სხვაობა იქ, სა­დაც ნი­­და­გი წყლით სავ­სეა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლება ით­ქვას, ქუ­თა­­სი­დან დაწყებული ფო­თამ­დე ნი­­დაგ­ში იმ­დე­ნი წყალია, ნახევარ ევ­რო­პას ეყოფა. გრუნ­ტის წყალს გა­ფილ­ტვრა თით­ქმის არ სჭირ­დება, რად­გან ბუნებრი­ვად სუფ­თა სას­მე­ლი წყალია.

გრუნ­ტის წყალ­ზეა აშე­ნებული მუხია­ნი­სა და ფარცხანაყანების სა­თა­ვე ნა­გებობები. თუმ­ცა არის შე­და­რებით პა­ტა­რა სა­თა­ვე, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე გუბისწყლის აუ­ზი­დან იღებს წყალს. ფარცხანაყანების და მუხია­ნის სა­თა­ვე ნა­გებობებზე 30 მეტ­რი­ა­ნი ჭებია გა­კე­თებული, სა­დაც არ­ტე­ზი­უ­ლი ტუმბოებით ხდება წყლის შეგ­რო­ვება. შუ­ა­ლე­დუ­რია მაღ­ლა­კის გა­დამ­ქა­ჩი სად­გუ­რი, სა­ი­და­ნაც ქა­ლა­ქის აუ­ზებში ნა­წილ­დება წყალი. ამ ეტაპ­ზე ქუ­თა­ისს 6 აუ­ზი აქვს, თუმ­ცა საუბარია კი­დევ ერ­თის და­მა­ტებაზე.

გრუნ­ტი­დან ამო­ღებული წყლი­დან დაწყებული ონ­კა­ნებში გა­მო­მა­ვა­ლი წყლით დამ­თავ­რებული, ყვე­ლა­ფე­რი ქუ­თა­ი­სის „წყალ­კა­ნალს“ ეკუთ­ვნო­და. რო­მე­ლიც შემ­დეგ გა­და­ე­ცა შპს „და­სავ­ლე­თის წყალს.“ ამ ეტაპ­ზე იუ­რი­დი­უ­ლად პა­სუხის­მგებელი პი­რი შპს „და­სავ­ლე­თის წყალია“, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლია კახა მაღ­ლა­კე­ლი­ძე.

რო­გორც ასო­ცი­ა­ცია „ასას“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ზა­ზა ხელა­ძე ამბობს, მაღ­ლა­კე­ლი­ძეს­თან და­კავ­ში­რება ამ თა­ნამ­დებობის მი­ღების შემ­დეგ, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლებელი გახდა. თუმ­ცა მთა­ვა­რი პრობლე­მა სა­თა­ვე­ნა­გებობებზე არ­სებული მდგო­მა­რეობაა. „სა­თა­ვე­ნა­გებობებზე უკა­ნას­კნე­ლი 30 წლის მან­ძილ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ოები არ ჩა­ტა­რებულა, რად­გან სახელ­მწი­ფოს სა­რე­მონ­ტო თანხა არ ჰქონ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად მო­სახლეობაც არ იხდი­და სას­მე­ლი წყლის სა­ფა­სურს. შპს „ქუ­თა­ი­სის წყალს“ კი, ფაქ­ტობრი­ვად, ფუ­ლი არ ჰქონ­და, ხოლო იმ მცი­რე თანხას, რაც შე­დი­ო­და წყლის გა­და­სახადი­დან, ხელ­ფა­სად იყენებდნენ. დღეს სა­თა­ვე ნა­გებობის თით­ქმის ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­მო­საც­ვლე­ლი ან შე­სა­კე­თებელია. ვფიქ­რობ, რა­ღაც ნა­წი­ლი და­სან­გრე­ვი­ცაა და თა­ვი­დან უნ­და აშენ­დეს, მა­გა­ლი­თად, სა­ტუმბე და­ნად­გა­რები. გარ­და ამი­სა, სა­ნი­ტა­რუ­ლი ზო­ნა არ არის და­ცუ­ლი არც ერთ სა­თა­ვე ნა­გებობაზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უ­სით შე­მო­ღობილი უნ­და იყოს. რო­გორც წე­სი, სა­ნი­ტა­რულ ზო­ნა­ში პი­რუტყვი არ უნ­და შე­დი­ო­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის წყალი, რო­მე­ლიც დღეს მო­ე­დი­ნება ქუ­თა­ი­სე­ლების ონ­კა­ნებში, არ არის იმ ხარისხის, რა­საც გვპირ­დებოდ­ნენ.“

სა­თა­ვე­ნა­გებობებზე არ­სებული ვი­თა­რების შე­სახებ შპს „და­სავ­ლე­თის წყალის“ დი­რექ­ტორს კახა მაღ­ლა­კე­ლი­ძეს ტე­ლე­ფო­ნით და­ვუ­კავ­შირ­დით. საუბრი­სას მან აღ­ნიშ­ნა: „სა­თა­ვე­ნა­გებობებზე სა­მუ­შა­ოები სის­ტე­მა­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რეობს. ბოლო სა­მუ­შაო ერ­თი კვი­რის წინ და­ვას­რუ­ლეთ. რაც შეეხება სა­ნი­ტა­რუ­ლი ზო­ნის არ­სებობას, სტან­დარ­ტი რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, იმ მას­შტაბით ირ­გვლივ ორ­მოა ამოთხრი­ლი, რა­თა სა­ქო­ნე­ლი არ გა­და­ვი­დეს. წვი­მის დროს მარ­თა­ლია მი­წა იყრება, მაგ­რამ მას ჩვენ სის­ტე­მა­ტუ­რად ვა­სუფ­თა­ვებთ. რაც შეეხება სას­მე­ლი წყლის დაქ­ლორ­ვას, ის იმ ნორ­მებით იქ­ლო­რება, რა­საც სტან­დარ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს. მარ­თა­ლია, ტუმბოები მოძ­ვე­ლებული­ა, მაგ­რამ ეს სას­მე­ლი წყლის მი­წო­დებაში პრობლე­მას არ გვიქ­მნის.“

დღე­ვან­დე­ლი სა­მარ­თლებრი­ვი ბაზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს წყლის ხარისხს რო­მე­ლიც ონ­კან­ში მო­დის. წყალს აუზ­ში და სა­თა­ვე­ნა­გებობაზე ამოწ­მებენ. ზა­ზა ხელა­ძე ამბობს: „რა თქმა უნ­და, წყალი იქ­ლო­რება და მუ­შავ­დება კი­დე­ვაც, მაგ­რამ რა რა­ო­დე­ნობით ერე­ვა ქლო­რი, არა­ვინ ამოწ­მებს. ხში­რად, რო­დე­საც ონ­კან­ში წყალი მო­დის, რძის­ფე­რი­ა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას­ში დი­დია ქლო­რის რა­ო­დე­ნობა. რაც შეეხება ქა­ლა­ქის ქსელს, ეს არის დაახლოებით 450 კი­ლო­მეტ­რის მილ­სა­დე­ნი სხვა­დასხვა დი­ა­მეტ­რის მი­ლებით, რო­მე­ლიც მთელ ქა­ლაქ­შია გა­ნა­წი­ლებული და კვებავს მო­სახლეობას. ეს მი­ლები იყო შპს „ქუ­თა­ი­სის წყალის“, ახლა კი უკ­ვე ეკუთ­ვნის შპს „და­სავ­ლე­თის წყალს“. ზა­ზა ხელა­ძე გა­ნაგ­რძობს: „სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­ცა შპს „ქუ­თა­ი­სის წყალი“ ვერ უვ­ლი­და ამ 450 კი­ლო­მეტ­რი­ან მილ­სა­დე­ნებს, შპს   „და­სავ­ლე­თის წყალი“ რო­გორ მო­უვ­ლის მთლი­ა­ნად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს წყალს? ფაქ­ტი­ა, რომ მილ­სა­დე­ნები ყველ­გან ამორ­ტი­ზებულია და ახალია გა­სა­კე­თებელი. ჩვე­ნი წყალი შე­მად­გენ­ლობით გა­ცი­ლებით სუფ­თა და გემ­რი­ე­ლი­ა, ვიდ­რე ევ­რო­პა­ში ან რუ­სეთ­ში. მაგ­რამ რო­გორც კი ეს წყალი მოხვდება მილ­სა­დე­ნებში და წა­მო­ვა მაღ­ლა­კის გა­და­სა­ქა­ჩი აუ­ზი­დან ქა­ლა­ქის აუ­ზებში წყალი ხარისხს კარ­გავს. ქა­ლაქ­ში არ­სებული მი­ლები დახვრე­ტი­ლი­ა, თა­ნაც მო­სახლეობას წყალი დღე-ღა­მის გან­მავ­ლობაში 5-6 სა­ა­თით მი­ე­წო­დება. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ რო­ცა წყალი მილ­ში გა­დის, მის გარ­შე­მო არ­სებულ ტე­რი­ტო­რი­ას, რო­გორც კი შე­ჩერ­დება, გა­დე­ნი­ლი წყალი კვლავ მილ­ში ბრუნ­დება, ეს კი მი­ლის დაბინ­ძუ­რებას იწ­ვევს, ამი­ტომ სას­მელ წყალს ზედ­მეტ ქლორს უკე­თებენ, რა­თა ეს შე­ნა­რე­ვი წყალი გა­ა­ნე­იტ­რა­ლოს.“

სპე­ცი­ა­ლის­ტების თქმით, ქუ­თა­ის­ში წყლის დაბინ­ძუ­რება მხოლოდ და მხოლოდ ში­და ქსე­ლის გა­უ­მარ­თაობის გა­მო ხდება. აქ ორი პრობლე­მაა: სტრუქ­ტუ­რუ­ლად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დებულება წყლი­სად­მი და ქა­ლა­ქის ში­და ქსე­ლი. ამ უკა­ნას­კნელ­ში შე­დის წყალი თა­ვი­სი აუ­ზებით და გა­მა­ნა­წი­ლებელი ქსე­ლებით. სა­ინ­ტე­რე­სოა ერ­თი დე­ტა­ლიც. დღეს რი­ო­ნი გა­ივ­ლის ქუ­თა­ისს, კო­პიტ­ნა­რი­დან კი 19 კი­ლო­მეტ­რით უკან­ვე ვე­ქა­ჩებით სას­მელ წყალს.Eეს იწ­ვევს და­მა­ტებითი რა­ო­დე­ნობის ელექ­ტრო-ენერ­გი­ის ხარჯს. სპე­ცი­ა­ლის­ტები ამ სა­კითხს ყვე­ლა­ზე დიდ მი­ნუ­სად აღი­ა­რებენ ქუ­თა­ი­სის სას­მელ წყალ­თან და­მო­კი­დებულებაში. რაც შეეხება წყლის სის­ტე­მას და სტრუქ­ტუ­რას, ამ სის­ტე­მა­ში მომ­პო­ვებელი, გა­და­მა­მუ­შა­ვებელი და მიმ­წო­დებელი ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა - შპს „და­სავ­ლე­თის წყალი“. ახალ სის­ტე­მა­ში კი არ­სად ჩანს კა­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე პა­სუხის­მგებელი ორ­გა­ნი­ზა­ცია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1316
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია