დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თარგმანში „დაკარგული“
2009/09/21 12:56:48

ბიკენ­ტი ტუ­რაბელი­ძემ, რო­გორც ადა­მი­ან­მა, ჩვე­­ლებრი­ვი ცხოვ­რება გან­ვლო, რო­გორც შე­მოქ­მედ­მა კი თა­ვი­სი წი­ლი შე­მოქ­მე­დებითი სუ­ლი სხვა­თა პო­­ზი­­ში გა­და­­ნა­წი­ლა.

 

უკ­ვე თორ­მე­ტი წე­ლია, ქარ­თუ­ლი პო­­ზი­ის შე­დევ­რებს რუ­სულ ენა­ზე თარ­გმნის. დღეს აღი­­რებენ, რომ მი­სი თარ­გმა­ნები ხში­რად დე­­ნის ტოლ­ფა­სი­ა, მხატ­ვრუ­ლა­დაც და შე­მოქ­მე­დებითა­დაც. ყვე­ლა­ფე­რი კი მის ცხოვ­რებაში მა­ინც მა­თე­მა­ტი­კით და­იწყო. 

ბიკენ­ტი ტუ­რაბელი­ძე: „რვა კლა­სი მე-5 სკო­ლა­ში და­ვას­რუ­ლე. მე­რე, შერ­ჩე­ვით, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ­ში გა­და­მიყვა­ნეს. ეს შეც­დო­მა იყო, მა­თე­მა­ტი­კამ ძა­ლი­ან ბევ­რი დრო და ენერ­გია წა­ი­ღო. მაგ­რამ, რო­გორც ამბობენ, მა­თე­მა­ტი­კო­სებს აქვთ რიტ­მის გრძნობა. მა­თე­მა­ტი­კამ ბრძო­ლის უნა­რი გა­მო­მი­მუ­შა­ვა, თუმ­ცა, ალბათ, სჯობდა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ამერ­ჩი­ა, ან ფი­ლო­ლო­გი­ა, უფ­რო ზო­გად გა­ნათ­ლებას მი­ვი­ღებდი, რაც სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობაშიც შე­მიწყობდა ხელს. ხალხს ინ­ტეგ­რა­ლებზე ვერ და­ე­ლა­პა­რა­კები, ვერ გა­გი­გებენ...“

სულ იცო­და, რომ ეს მი­სი საქ­მე არ იყო, იცო­და, რომ შე­მოქ­მე­დებაში აუ­ცი­ლებლად იტყოდა თა­ვის სათ­ქმელს. თუმ­ცა, მა­ნამ­დე სწავ­ლობდა თბილი­სის ივა­ნე ჯავახიშ­ვი­ლის სახელობის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 17 წე­ლი კვლე­ვით ინ­სტი­ტუტ­ში მუ­შაობდა. მიხვდა, მა­მა­კა­ცის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფუნ­ქცია ოჯახში ლუკ­მა-პუ­რის შე­ტა­ნა­ა, ამის­თვის ბიზ­ნეს­ში წა­ვი­და, საქ­მეც გა­მო­უ­ვი­და. ყვე­ლა­ფე­რი ააწყო. თუმ­ცა, რა­ღაც არა და არ ას­ვე­ნებდა...

1992 წელს, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს სახლი­დან ვერ გა­დი­ო­და, რუ­სუ­ლად ნა­თარ­გმნი ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის შე­დევ­რები გად­მო­ი­ღო და... არ მო­ე­წო­ნა. მიხვდა, რა­ღაც აკ­ლდა და ეს რა­ღაც ქარ­თუ­ლი სუ­ლი იყო.

„სა­კუ­თა­რი ერის წარ­მო­ჩე­ნის სხვა, უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლება მე ვერ ვი­პო­ვე, სა­ლა­პა­რა­კო ენის მე­ტი არა­ფე­რი ვი­ცო­დი, არც ის ვი­ცო­დი, თარ­გმა­ნი რა იყო, მინ­დო­და, ეს ჩე­მით და­მედ­გი­ნა. ექ­ვსი თვე მე­გო­ნა, რომ სა­ლა­პა­რა­კო ენით შევ­ძლებდი ლექ­სების ­თარ­გმნას. თუმ­ცა, ვი­ცო­დი, რომ ნა­თარ­გმნი აუ­ცი­ლებლად უნ­და ყოფი­ლიყო მხატ­ვრუ­ლად გა­მარ­თუ­ლი და ში­ნა­არ­სი - რაც შიძ­ლება მიახლოებული. ლექ­სის თარ­გმნა, ყოვ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი საქ­მე­ა, პრო­ტო­კო­ლურ თარ­გმანს ვგუ­ლისხმობ. ლექ­სში მთა­ვა­რი ზო­მები და ინ­ტო­ნა­ციებია. რო­ცა ვცდი­ლობდი, ზუს­ტად გა­და­მე­ტა­ნა ყვე­ლა­ფე­რი, მივხვდი, რომ ვა­ფუ­ჭებდი. თან­და­თან და­ვიწყე ხელების გაშ­ლა და ბოლოს და ბოლოს და­წე­რეს: გა­ლაკ­ტი­ო­ნის თარ­გმა­ნი შედ­გა... იქ­ვე ით­ქვა, რომ  „შედ­გა“ ნიშ­ნავს მხატ­ვრუ­ლად  ტოლ­ფასს  და  ში­ნა­არ­სობრი­ვად  შე­სატყვისს.  ჩე­მი  წი­ნა­მორბედები  ზედ­მეტ უფ­ლებას აძ­ლევ­დნენ თავს. არა­და, მთა­ვა­რია ოქ­როს შუ­ა­ლე­დი იპო­ვო. მე ბუნებამ არ მომ­ცა იმის უნა­რი, რომ პე­ტე­ფი ორი­გი­ნალ­ში წა­მე­კითხა, მაგ­რამ გრი­გოლ აბაში­ძემ მა­ჩუ­ქა პე­ტე­ფი. შე­იძ­ლება თარ­გმან­ში რა­მე და­ი­კარ­გა, მაგ­რამ ესაა ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი პე­ტე­ფი.“

მი­უახლოვ­დე გე­ნი­ო­სებს და მა­თი რით­მების ტოლ­ფა­სი შექ­მნა, იო­ლი არაა. ამი­ტო­მაც იყო ში­ში, ში­შის და­საძ­ლე­ვად კი უდი­დე­სი შრო­მა გას­წია: და­ა­მუ­შა­ვა 6 ლექ­სი­კო­ნი, 80000 სიტყვა და გა­მოთ­ქმა, 15000 ფრა­ზა. გა­ლაკ­ტი­ონ ტაბიძე­ზე 7 წე­ლი იმუ­შა­ვა, შე­დევ­რებზე -ხუთი. სულ გა­ლაკ­ტი­ო­ნის 206 ლექ­სი გა­და­თარ­გმნა. და­ნარ­ჩე­ნი სხვა­დასხვა პო­ე­ტისაა - ბესი­კი­დან ნო­ნეშ­ვი­ლამ­დე. ერ­თმა­ნე­თის გავ­ლე­ნა რომ არ ყოფი­ლიყო, არ გან­მე­ო­რებულიყო ფრა­ზები და სიტყვები, თვეების გან­მავ­ლობაში ის­ვე­ნებდა.

საყვა­რე­ლი ავ­ტო­რი არ ჰყავს, მხოლოდ საყვა­რე­ლი ლექ­სები აქვს: „თუ გიყვარს მთაწ­მინ­დის მთვა­რე, გიყვარს გა­ლაკ­ტი­ო­ნიც, თუ გიყვარს „ლექ­სი მეწყერი“, გიყვარს ტი­ცი­ა­ნიც. რუს­თა­ვე­ლის შეყვა­რება ვერ მო­ვახერხე, მი­სი პო­ე­ზი­ის ნამ­დვი­ლი გე­მო დღემ­დე ვერ გა­ვი­გე, იმი­ტომ, რომ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი არ ვი­ცი. სიბრძნე კი დი­დი აქვს.“

რო­ცა თარ­გმნის, ყოველ­თვის ფიქ­რობს, რა ესი­ა­მოვ­ნება რუსს. ამბობს, რომ თარ­გმნის პრო­ცე­სიც შე­მოქ­მე­დებაა: „იგი­ვე წვა და დუ­ღი­ლი­ა, ხან­დახან გინ­და, რომ ხელები გა­შა­ლო, შე­ნი ბწკა­რები და­ტო­ვო, მაგ­რამ შებოჭი­ლი ხარ, ისე­თი ფრა­ზებიცაა, ხელის შეხება რომ არ შე­იძ­ლება, სუს­ტი სტრო­ფებიცა­ა, და გან­სა­კუთ­რებით სწო­რედ იმ სუსტ სტრო­ფებზე უნ­და იმუ­შა­ოს მთარ­გმნელ­მა.“

ამ წლების მან­ძილ­ზე კრი­ტი­კაც ყოფი­ლა და აღი­ა­რებაც.

ახსოვს, პირ­ვე­ლი თარ­გმა­ნები რომ მი­უ­ტა­ნა ერთ-ერთ სპე­ცი­ა­ლისტს და უკან გა­მო­ა­ტა­ნა, მე­რე, რო­ცა მი­სი ნაშ­რო­მი აღი­ა­რეს, და­ი­წე­რა შე­ფა­სება, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნის...

ისიც ახსოვს, რეჟისო­რი გო­გი დო­ლი­ძე რომ მო­ვი­და მას­თან და უთხრა, შენ­ზე ამბობენ, მა­გა­რი­აო. ბატონ­მა ბიკენ­ტიმ ამის და­მამ­ტკი­ცებლად თა­ვი­სი თარ­გმა­ნები აჩ­ვე­ნა, ის ზუს­ტად ოთხი სა­ა­თი იჯდა და კითხულობდა... მე­რე თვი­თონ ბატო­ნი გო­გი ამბობდა, რომ მარ­თლა მა­გა­რი იყო...

თა­ვი­სი ლექ­სები, პო­ე­ზია სხვებში გა­და­ა­ნა­წი­ლა, სხვებში მი­მო­ფან­ტა და რუ­სულ თარ­გმანს გააყოლა. თუმ­ცა, ლექ­სებს წერს ხოლ­მე.

„ვერ ვიტყვი, რომ ლექ­სი მაწ­ვა­ლებს, რომ აუ­ცი­ლებლად უნ­და დავ­წე­რო, თო­რემ გავ­გიჟდები. მე შე­მიძ­ლი­ა, თვი­თონ მო­ვიყვა­ნო მუ­ზა და ვი­მუ­შაო. ჩემ­თვის კოჭ­ლი რით­მები არ არ­სებობს, ასი­დან შე­იძ­ლება ერ­თი მქონ­დეს ასე­თი.“ 

12 წე­ლია, სხვის ლექ­სებს თა­ვი­სას ჰმა­ტებს და სხვებს უზი­ა­რებს.

დღეს, რუ­სეთ­თან გარ­თუ­ლებული ურ­თი­ერ­თობის გა­მო, მის შე­მოქ­მე­დებას რუ­სები ვერ ეც­ნობიან.

„მე არა­ფე­რი მინ­და მა­თი, მე ვჩუქ­ნი ჩემს შე­მოქ­მე­დებას რუს ხალხს, ოღონდ იმათ ნახონ და დარ­წმუნ­დნენ, რომ პო­ე­ზი­ა­ში ქარ­თვე­ლები ძა­ლი­ან მაგ­რები ვართ.“

ბულ­ვარ­ში მას და მის ძმას პა­ტა­რა ბარი აქვთ.

„ჩე­მი ძმა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ მე ჩემს მთა­ვარ საქ­მეს არ მოვ­ცდე, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ამ ბარის პერ­სო­ნა­ლიც. ეს ხელ­შეწყობა რომ არ მქო­ნო­და, ალბათ, ამ­დენს ვერ შევ­ძლებდი...“

სხვის ლექ­სებთან ჭი­დი­ლი კვლავ გრძელ­დება. ახლა ჭოჭ­მა­ნობს, ხალხურ პო­ე­ზი­ა­ზე შე­ა­ჩე­როს არ­ჩე­ვა­ნი, თუ ნო­ნეშ­ვი­ლი­დან გა­ნაგ­რძოს...

არ­ჩე­ვანს ამ შემთხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რებული მნიშ­ვნე­ლობა არა აქვს, მთა­ვა­რი­ა, რომ ის კვლავ თარ­გმან­ში ჩა­ი­კარ­გოს...

 

P.S. 15 სექ­ტემბერს, ჯემალ ქარჩხაძის სა­ზო­გა­დოებისა და უშუ­­ლოდ მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ქალბატონ მე­დეა ჩო­გო­ვა­ძის ინი­ცი­­ტი­ვით, ბულ­ვარ­ში მდებარე კა­ფე­ში ბიკენ­ტი ტუ­რაბელი­ძის თარ­გმა­ნების სა­ღა­მო გა­­მარ­თა. დამ­სწრე სა­ზო­გა­დოებას (მწერ­ლებს, თვით­მმარ­თვე­ლობის წევ­რებს) სა­შუ­­ლება ჰქონ­დათ, ჯერ ქარ­თუ­ლად ამეტყვე­ლებული შე­დევ­რები მო­ეს­მი­ნათ, მე­რე კი ეს ლექ­სები ბიკენ­ტი ტუ­რაბელი­ძის რუ­სულ თარ­გმა­ნებთან შეეჯერებინათ. შთაბეჭ­დი­ლება ემო­ცი­­რი შე­ფა­სებებით და მხურ­ვა­ლე ტა­შით გა­მოიხატა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1348
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია