დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში 500 თავისუფალი ადგილი დარჩა
2009/09/07 13:28:23

ეროვნული გამოცდების შემდეგ „წიწილების დათვლის“ პროცესიც დამთავრებულია. შემოდგომის პირველი თვის დასაწყისში უკვე ყველაფერი გარკვეულია: ვინ გახდა სტუდენტი, ვინ მიიღო გრანტი და ვინ ბარიერიც კი ვერ გადალახა. ზოგს სტუდენტის სტატუსის მოპოვება ჯერ ისევ ოცნებად დარჩა, უმაღლეს სასწავლებლებს კი - ბევრი ვაკანტური ადგილი.  მათ შორის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიცაა. საბაკალავრო პროგრამებზე მიღების პარამეტრები 1800 სტუდენტზე ჰქონდათ გათვლილი, მაგრამ 2009 წელს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი მხოლოდ 1300 გახდა.

ასეთი ფაქტი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის არც უცხო ყოფილა და არც მოულოდნელი. უცხო იმიტომ, რომ მსგავსი სიტუაცია ორი წლის წინათაც ჰქონდათ, როცა 1700 სტუდენტის  მოლოდინით მხოლოდ 1500  მიიღეს. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ონიანი შეუვსებლად დარჩენილი ადგილების რამდენიმე  მიზეზს ასახელებს.

გიორგი ონიანი: „ზუსტად ვიცოდით, რომ ასეთი შედეგი გვექნებოდა და კონტიგენტი არ შეივსებოდა. გათვლა სწორედ ამ რაოდენობაზე გვქონდა. სრულად დაკომპლექტდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა,  საზოგადოებრივ მეცნიერებათა და პედაგოგიური ფაკულტეტები, დაკომპლექტდა ფოთში საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტიც. დანარჩენ ორ - საინჟინრო და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე გვაქვს დანაკლისი. უნივერსიტეტი ფინანსურად მიღებებზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სტუდენტების ის რაოდენობა, რომლებსაც ველოდებოდით. აკადემიურ ასპექტში გვაქვს სტუდენტთა დანაკლისი, მაგრამ ფინანსურად ეს ხელს არ შეგვიშლის. მიზეზებზეც შეიძლება ვისაუბროთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ წელს მთლიანად უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 6000- ით გაიზარდა, თუმცა, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ მაღალი საბაზისო ორიენტირის მქონე სტუდენტებზე, ამ ფაკულტეტებზე დავუშვით მეოთხე გამოცდა და, ალბათ, ვერავინ შემოგვედავება იმაში, რომ ინჟინრისთვის, მათემატიკის ან მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტისთვის საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა ზედმეტია. ჩვენ გვირჩევნია, მივიღოთ კარგი კონტიგენტი, ვიდრე შემდეგ მოხდეს სტუდენტთა განთესვა. უნივერსიტეტში ყოველწლიურად 10-იანი განთესვა ხდება.“

აბიტურიენტებს კი მეოთხე გამოცდის ჩაბარების პანიკური შიში აქვთ, შიშთან ერთად ეს დამატებით ფინანსებსაც მოითხოვს, რადგან მომზადების გარეშე დღეს სტუდენტი ვერ გახდები. არადა, მომავალ წელს, შეიძლება, საერთო ცვლილებების ფონზე მეოთხე გამოცდა ყველა უნივერსიტეტისთვის გახდეს აუცილებელი.

იმის გამო, რომ უნივერსიტეტში 500 ადგილი შეუვსებელი დარჩა, რექტორი თანამშრომელთა შემცირებას გამორიცხავს.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი 450 მაგისტრანტსაც ელის. მათი რეგისტრაცია სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამ კუთხით სიახლე ისაა, რომ დაფინანსება დიფერენცირებულია და სახელმწიფო გრანტი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მიდის. განათლების სამინისტრო დაფინანსების ასეთ პრაქტიკას მომავლი წლიდან ბაკალავრიატშიც გეგმავს. ასე, შეძლება, ნაკლებად პოპულარული ფაკულტეტები სტუდენტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1386
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია