დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტები პროფკავშირებთან ერთად
2009/07/20 09:11:13

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების მიერ წყნეთის მასწავლებელთა სახლში ორდღიანი სემინარი გაიმართა. „ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა სოციალური პარტნიორობის შედეგად და განათლების საკითხების გაშუქების შესახებ“ პროფკავშირების პრეზიდენტმა მანანა ღურჭუმელიძემ ისაუბრა. სოციალურ პარტნიორობის, ხელისუფლების, პროფკავშირების და დამქირავებლის როლზე და პასუხისმგებლობაზე გაიმართა დისკუსიები. ჟურნალისტები და პროფკავშირების წარმომადგენლები უკეთესი შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბების გზებზე და საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების აუცილებლობაზე მსჯელობდნენ.

ამ სემინარზე ამერიკის შეერთებული შტატების შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის პროგრამების დირექტორი რობერტ ფილდინგი შეხვედრის მონაწილეებს პროფკავშირების მნიშვნელობაზე ესაუბრა.  მან ქართველ ჟურნალისტებს ჟურნალისტთა პროფკავშირების ჩამოყალიბებისაკენ მოუწოდა, თუმცა აქვე დაურთო, რომ პროფკავშირი ქვეყანაში „ცოცხალი მექანიზმი“ უნდა იყოს და არამხოლოდ პროფესიული კუთხით გაერთიანებული ადამიანთა კავშირი. ის უნდა მუშაობდეს და უნდა იცავდეს იმ ადამიანთა უფლებებს, რომლებიც ამ კავშირში გაერთიანდებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია