დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ტალახიანი წვიმა
2009/07/06 05:18:04

გარემოს დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მისწერეს წერილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს - ქვეყნის მასშტაბით ტალახიანი წვიმის მისვლასთან დაკავშირებით.

წერილში აღნიშნული იყო, რომ ეს ფაქტი არ გაშუქებულა.

ოფიციალური პასუხიც ამით იწყება, წერია, რომ გამომწვევი მიზეზებისა და ნალექების სინჯების ანალიზის ჩატარების შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა პრესკონფერენციაზე საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს საიტზე იყო განთავსებული. წერილში მითითებული ვებ-გვერდი - ცცცყტუფყპუ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდია და არა გარემოს ეროვნული სააგენტოსი. გარდა ამისა, საინტერესოა, თუ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა საქართველოში მოსულ ტალახიან წვიმაზე, რატომ დასჭირდა სამინისტროს სააგენტოს პასუხის გასაცემად ამდენი დრო - 2 ივნისიდან 24 ივნისამდე (გარემოსდამცველებმა პასუხი 26 ივნისს მიიღეს)? შეეძლოთ, უბრალოდ, ვებ-გვერდი მიეთითებინათ, ბევრი რომ არ ეწვალათ... ასევე საინტერესოა, რომ პასუხში არც მინისტრის პრესკონფერენციის თარიღია მითითებული.

მიმდინარე წლის 4-5 მაისს ტალახიანი წვიმის მოსვლა, სინოპტიკური ანალიზის ჩვენებით, ზღვის დონიდან 5-7 კილომეტრის სიმაღლემდე დაფიქსირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ატმოსფეროს მაღალ ფენებში ადგილი ჰქონდა ჰაერის მასების გადმოტანას ეგვიპტისა და სირიის უდაბნოებიდან ჩრდილოეთით - კავკასიის, მათ შორის - საქართველოს მიმართულებით. გარემოს დამცველები ვარაუდობენ, რომ სირიისა და ეგვიპტის უდაბნოებში ადგილი ჰქონდა ატმოსფეროში აღმავალი ნაკადების წარმოქმნას, რამაც ხელი შეუწყო მტვრისა და ქვიშის წვრილი ნაწილაკების ატმოსფეროს მაღალ ფენებში მოხვედრას და საქართველოს მიმართულებით მათ გადმოადგილებას. პარალელურად, ქვეყანაში წვიმიანმა ამინდმა ტალახიანი ნალექების მოსვლა განაპირობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის შალვა ჯავახაძის თქმით:              „თბილისის მეტეოროლოგიური სადგურიდან აღებული და რუსთავიდან მოწოდებული ნალექების სინჯების ანალიზმა აჩვენა, რომ ნალექებში მაღალი იყო მხოლოდ შეწონილი ნაწილაკების რაოდენობა. სინჯებში რაიმე სახის მავნე ნივთიერების მაღალი კონცენტრაციის არსებობა არ აღნიშნულა.“

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ტალახიან წვიმას გარემოსთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, თუმცა ტრანსსასაზღვრო დაბინძურებისგან დაცულები ნამდვილად არ ვართ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1426
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია