საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისა და კოალიციის „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონული მედიის წინაშე არსებული პრობლემების თემაზე ხვალ შეხვედრა გაიმართება.
აღნიშნულ შეხვედრაზე ყველა ის ჟურნალისტია დაბარებული, რომელიც 2 მაისს, ქუთაისქალაქობის დღესასწაულზე, პრეზიდენტის დაცვის მიერ დაზარალდა, მათ შორის, გაზეთ „ P.S.“-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე, საინფორმაციო სააგენტო „პირWელის“ კორესპონდენტი ქუთაისში ნოდარ ჯოჯუა, რადიო „ძველი ქალაქისა“ და გაზეთ „ვერსიის“ ჟურნალისტი თორნიკე ხურციძე, კომპანია „მეგა-TV“-ის ჟურნალისტი ალეკო გვეტაძე და „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტი თეკლა მორგოშია.