დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
2012/01/30 12:14:14

რაც უფრო ახლოვდება საპარლამეტო დედაქალაქობის სტატუსი მიღება ქუთაისისათვის, მით უფრო და უფრო იცვლება ქალაქის იერსახე. მთავრობის გადაწყვეტილებით, სულ რამდენმე დღეში, ქუთაისში რეაბილიტირების მეორე ეტაპი დაიწყება.

 

პირველი ეტაპი რამდენიმე წლის წინ დასრულდა, შეკეთდა და რეაბილიტირება გაუკეთდა სამეფო უბანს, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, ცისფერყანწელთა, წმინდა ნინოს, წერეთლისა და პუშკინის ქუჩებს. სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 შენობას. აშენდა 7 ახალი ნაგებობა. განხორციელდა მიწისქვეშა სამუშაოები - შეიცვალა კომუნიკაცია, ბუნებრივი აირის მილები, წყალგა-ყვანილობა, ქუჩები  ქვაფენილით მოპირკეთდა, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარეგანათება. თუმცა, როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი გაზეთ „P.S.“-თან  საუბრისას აცხადებს, მეორე ეტაპი არანაკლებ პომპეზური  და მასშტაბური იქნება.

„ქალაქის ცენტრში არსებული შენობა-ნაგებობები შეიცვლიან სახეს და მოვლენ თანამედროვე იერსახესთან შესაბამისობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ ოთხ კორპუსს გაუკეთდება სრული რეაბილიტირება, გაუმაგრდება საძირკველი და ზემოდან დავაშენებთ კიდევ  ერთ სართულს. ასევე  ქალაქის ცენტრში „თი-ბი-სი“ ბანკის გვერდით მდებარე კორპუსსაც ანალოგიური გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება, მასაც დაემატება ერთი სართული და გაუტოლდება „თი-ბი-სი“ ბანკის შენობას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არქიტექტორების ნებართვით კეთდება, რომლებმაც განაცხადეს, რომ სართულის დამატებით აღნიშნულ კორპუსს საფრთხე არ დაემუქრება.  ფასადური რემონტი ჩაუტარდება, ასევე, თეატრის გვერდით მდებარე  გელათის ქუჩის ?2 კორპუსს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო  და ლამაზი ცენტრი გვექნება, რადგან ულამაზესი ქვაფენილით გაწყობილი  ქალაქის ცენტრალური მოედანი, კოლხური შადრევანი, რეაბილიტირებული თეატრი და უკვე სულ მალე რეაბილიტირებული თამარ მეფის ქუჩა, თავისი შენობებით მართლაც დაამშვენებს ქალაქს,“ - განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

პროექტი ფირმა  შპს „ხურო-21“-მა შეადგინა, რომელსაც ეკუთვნის ასევე სიღნაღის, თელავის, თბილისის აღმაშენებლის ქუჩების პროექტირება,  ქალაქის ცენტრალური ქუჩის მცხოვრებლები აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად უყურებენ.

„არაფერი არ მსმენია ამ პროექტის შესახებ, თუმცა, რასაც  კაის გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგია, ჩვენ შენობას წლებია რეაბილიტირება არ ჩატარებია და ნამდვილად დროულია, ჩვენი ბინის მცხოვრებლები მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას,“ - გვითხრა საშუალო ასაკის ბატონმა რამაზმა.

„თქვენგან მესმის პირველად, რომ ჩვენი ბინა უნდა შეაკეთონ და შეალამაზონ. მაგას რა სჯობს! ქალაქის ცენტრალურ მოედანს ჩვენი გალამაზებული კორპუსიც ნამდვილად მოუხდება და უფრო გაალამაზებს,“ - აღნიშნა ქალბატონმა მარინა მაისურაძემ.

თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტირების ხარჯები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ის 2 300 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული  სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი სულ რამდენიმე დღეში ჩატარდება და ცნობილი გახდება ის სამშენებლო ფირმა, რომელიც თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტირებას მაისში დაასრულებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია