საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ეს წელიც ასე მიგვიფუჩეჩეს
2011/12/26 12:52:11

ასეა თუ ისე, მთავრობის პოლიტიკურმა გნიასმა კიდევ ერთი წელი მიითვალა. ავად თუ კარგად (თუმცა კარგად - ნაკლებად), ტყუილი დაპირებებით, ნაადრევად გამოცხადებული გაზრდილი პენსიებით და ახლადგახსნილი შუშის სასახლეებით. ხალხმაც შეძლო 2011 წლის როგორღაც გადაგორება. წლის ბოლოსთვის კი მთავრობამ იმედი მაინც არ გაუცრუა ხალხს, განსაკუთრებით - სოფლის მცხოვრებლებს:   „წინასაახალწლოდ  30 ლარიანი ვაუჩერით მიწები დაამუშავეთო.“

თუ ეს წელი აღმშენებლობისა იყო, 2012 იქნება ვითომ დემოკრატიული არჩევნების? არადა, მასში უკვე ჩაერთო მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი - თავისი „ქართული ოცნებით“ მან უკვე შეავსო მოკავშირე  ოპოზიციონერთა ანგარიშები, განსაკუთრებით - რესპუბლიკელების.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენი პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია თავს იწონებს ახლადგახსნილი საავადმყოფოებით, სამაგიეროდ გახშირდა ხალხის ვიშვიშიც - ავად თუ გავხდით, იქ მკურნალობა რა დაჯდებაო?!

ქუთაისში მოჩახჩახე მთავრობის სახლი, მართალია, უკვე ფუნქციადაკისრებულია, მაგრამ - მხოლოდ სახელად. „სახელმწიფოს მესაჭეები“ თვეში ერთხელ თუ შეაღებენ იქ კარს. დაუმთავრებელი პარლამენტის შენობამაც, შესაძლოა, იგივე ბედი გაიზიარა.

 

აუშენებელი ლაზიკა კი უკვე გახდა საზოგადოების განსჯის საგანი - ვის გაუგია, ჭაობზე ქალაქის აშენებაო. თუმცა ხელისუფლება მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტად სწორედ ახალი ქალაქის მშენებლობას მიიჩნევს. მაშინ, როცა დაუსაქმებელი ხალხის პერმანენტული წუწუნი ისევ აქტუალური თემაა.

 

მაინც ვისურვოთ, რომ ახალი 2012 წელი იქნება უფრო ნაყოფიერი ხალხისთვის და არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის. ჩვენს მთავრობას გახსენებოდეს მოქალაქეები და არა - შადრევნები და ფასადური შენობები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია