საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„პოსტსკრიპტუმის“ საქველმოქმედო აქცია: „გავაძლიეროთ მომავალი თაობის წიგნიერება“
2013/05/31 21:35:40

ბავშვები ახალ მეგობრებს ეცნობიან

გურამს ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. განსაკუთრებით ახალი, ილუსტრირებული გამოცემები ხიბლავს. მისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარიც და მეგობარიც წიგნია. ამიტომაცაა, ანთებული თვალებით რომ ათვალიერებს „ადოლფ ჰიტლერის“ ბიოგრაფიულ წიგნს და ჟესტებით მიგვანიშნებს - ცუდი კაციაო. მერე სხვა წიგნებისკენ გაურბის მზერა, ამდენი ახალი წიგნი მასში განსაკუთრებულ ღელვასა და ფორიაქს იწვევს.

გურამი ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა. მისი სკოლა დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონია.

სწორედ ამ სკოლას ესტუმრა გაზეთი „P.S.“ აქციით - „გავაძლიეროთ მომავალი თაობის წიგნიერება“. 1 ივნისის, ბავშვთა დაცვის დღისათვის დაგეგმილი საქველმოქმედო აქცია ერთი დღით ადრე გაიმართა - 31 მაისს. აქციის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ კომპანიები: „სარაჯიშვილი“, „ნატახტარი“, „ვისოლი“, „ბილაინი“, შპს „მეგობრობა“ (რესტორანი „აფხაზეთი“), შპს „ეკიპაჟი“.

სწორედ მათი დიდი თანადგომით გახდა შესაძლებელი წიგნების შეძენა და სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრება.

„ეს საჩუქარი განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, ისინი სამყაროსთან კომუნიკაციას სწორედ წიგნებით ახერხებენ. განსაკუთრებით, ახალი წიგნებს შეძენაზე გვაქვს აქცენტი. გაზეთ „P.S.“-ის ეს წამოწყება უდავოდ დიდი საქმეა. მადლობა ყველას, ვინც ამ სასიკეთო საქმეში მიიღო მონაწილეობა,“ - მადლიერებას გამოხატავს 45-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ირინე აბდალაძე. 

წამოსვლისას კიდევ ერთხელ შევავლე მზერა წიგნების თვალიერებით გართულ ბავშვებს, ისინი სხვაგვარად ხარობდნენ ახალ მეგობრებთან შეხვედრით. ამის შემხედვარემ, კიდევ ერთხელ ვირწმუნე: პროექტი შედგა!

შემდეგში თქვენი თანადგომით, ალბათ, კიდევ ბევრ ბავშვს მივანიჭებთ სიხარულს. თუმცა გურამის სიხარულთან, ალბათ, ვერაფერი მოვა!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2219
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია