საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სექსის მასწავლებელი ჭიათურაში
2010/10/25 16:38:08

დედაია, რა გევიგე აგი!

„ინგლისური, ინგლისურიო“, რო იძახის ჩვენი პრეზიდენტი და უბამს მხარს განათლების მინისტრი, რო ჩამეიყვანეს ე უცხო ხალხი და დოუდეს ბინა ჩვენ სახლებში, კარგად მაინც ვერ გააგებიეს, ჩვენთან სხვანაირი ცხოვრება რუა?

იმის თქმა მინდა, მძახალი მყავს ჭიათურაში, კაი კაცი ძალიან, ვასიკო ქვია. გუშღამ ჩამევიდა სტუმრად და აგი მომიყვა:

თურმე იქინეც ყოფილა ინგლისურის მასწავლებლად ვინცხა უცხოელი ქალი და კი ჩაგორებია თავის მასპინძელს. მაგ თიჩა - უჩიტელნიცას რას გააგებიებ, ჩვენ ის ერი ვართ, „სტუმარ-მასპინძელი“ რო დაწერა, მარა იგი მაინც არ უნდა ოუხსნას ვინმემ, ასე არ შეიძლება, მასპინძლის კაცს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო?

ხოდა, რო გოუგია ამ ჩვენი მაინძლის ცოლს სტუმრის უგვანი საქციელი, დიდუუ, გოუპუტია კარგათ და გალახულ-დალილავებული სტუმარი ქე გოუგდია გარეთ.

მერე, რავარც ჩემ მძახალს მოუსმენია, ე ამბავი განათლების სამინისტროშიც გოუგიათ და გოუძახებიათ განმანათლებელი ქალი თავის ქვეყანაში დეპორტით.

აპა, რაფერ ეგონა მაგას: ინგლისურსაც ასწავლიდა ჭიათურელ ბოვშს და, შეთავსებით, მამამისთანაც იშმაშურებდა კიდო?

ამას რო მიყობოდა ჩემი მძახალი ვასიკო, თვალები ისეთი შურით ქონდა დაპრაწული, გონია, იმისთანა სექსის მასწავლებლის ლოგინში ჩაგორებაზე არც თვითან იტყოდა უარს. მარა მისი ცოლი, ჟენიე, მასპინძლის ცოლზე ნაკლები გგონიათ თქვეენ?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია