საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
30-ლარიანი ხელფასის გულობიზა?!
2010/09/27 13:17:09

რაცხა, ნამეტანი მომენატრა ჩემი ბაღისკიდე. მე ვთქვი, მთელი ბიჭობა რო აქანე მაქვს გატარებული,  რავა   თლათ   დევივიწყე  აქოურობა-თქვა, ხოდა, ჩამევედი მარშრუტიდან და გოუხვიე ბაღისკენ.

ერთი კინკილა ძმაკაციღა დამხვთა, დოუკავებია ნათხოვარი გაზეთი და ქე კითხულობს თავჩარგული.

- ბუჯო, ქაიხოსრო, სა ხარო! - შემომცინა უკპილო პირით.

- მე, კაი, დევიკარქე, მარა სხვები სად არიან, ზაურია-თქვა? - ვკითხე გაკვირვებულმა, - სულ აქანე რო იყვენ ჩამომჯდარი ე პენციონერები და უმუშევარი ხალხი, ასე ერთ ხელის მოსმაზე სა გაქრენ?

- მარტვე მაგენი კარა, მაგათი ოჯახობებიც არ ჩანარალიენო, - მომიგო ჩემმა ძმაკაცმა, - რატო, თუ იცი? ეხ, გლახა საქმეს გვიშობა ნამეტანი აგი მთავრობა! იმისანე რაცხას გამეიგონებენ ხანდისხან, რომე გაკვირდები კაცი.

- მაგი რავა გეკადრება, ზაურია, შენ! სულ ამ მთავრობას და მიშას რო ლოცავდი და იყავი ერთ ამბავში, ახლა რა დეინახე იმისთანა-თქვა?  - დავინტერესდი.

- რაი, ბუჯო, და ქე რო სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფების დახმარება იყო, მოუხსნიათ ბევრიზა, თლა ღარიბ-ღატაკებიზა. მაგალითად, შაკოს ხო არ უმუშავებია აგერ 15-20 წელია, სამაგიეროთ, მაგის ოჯახობას კომპიუტერმა ამოუგდო: საღაცე, სალობიეში თუ ბუმბულის გასაწეწ ცეხში გიმუშავია 1995 წელში და წაი ახლა, ცნობა გააკეთე, რო არ მუშაობ, თვარა ვერ დეინიშნავ აწი მაგ დახმარებასო. თინიკია, გაგიჟებულა, მე უბედურმა ერთი თვე ვიმუშავე და ახლა დახურულია ის ცეხი და ცნობა ვის გამოვართვაო. ასე დარბიან სხვებიც და კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა აგროვებენ ბეჭდიან ქაღალდებს, რო სოცაგენტებს დაახვედრონ და ის უკანასკნელი ლუკმა მაინც არ დაკარგონ.

- კაიდა, ვთქვათ, ვმუშაობ საცხა, დროებით, 30-ლარიანი ხელფასით სტოროჟად ან დამლაგებლათ, რაი მერე, მაგი ყოფნის ოჯახს? მაგითი არ ჩევითვლები ღატაკად? - გევიკვირვე ზაურიას მოყოლილი.

- არსათ თქვა, ბუჯო! - პირზე ხელი ამაფარა ზაურიამ, - მაგი უნდათ სწორედაც, რო გეიგონ. იმ წამასვე მოგიხსნიან დახმარებას. 80 პროცენტი ამეიღეს უკვე სოციალური დახმარების პროგრამიდანო, წეხან იქითა სკამეიკაზე ვინცხა ქალები ლაპარიკობდენ.

ვაი, ჩემო ქაიხოსრო! იმისთანა სახელმწიფო, 30 ლარიანი ხელფასის მქონე სტოროჟი მდიდრათ რო მიაჩნია, რაფრა და ვისთვის აშენებს, აპა, ამდონ ყინულიან მოედნებს და მომღერალ შადრევნებს, გამაგებია, ნეტავი!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია