საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იყიდეთ ყველი... პირდაპირ მიწიდან!
2010/07/19 14:21:15

ქვისლი ჩამომიდის თბილისიდან სტუმრად  და ხო იცით ახლა, რავარც მევიქაჩლებდი თავს. ამ დილაადრიან მწვანე ბაზარში გავვარდი, მერე დაცხება და სად ვიარ აგი მოხუცი-თქვა. დალოცვილია ჩვენი მწვანე ბაზარი! ახლა კიდო, ამ ბოლო დროს მაინც, რამდონი რამე მიაშენეს და გაალამაზეს, მოსაწონია, აპა, არა? ყველიზა რო შევედი, გამინათდა გული, ქე იყო ყველაფერი თეთრად გაქათქათებული. ბაზრის უკან გევედი, კაჭკა მინდოდა, აგი ჩემი ნაყიდი სახლამდე რო მიმეტანა. იმნაირი სუნი ტრიალობდა ამ სიცხეში, დილაადრიან, ბაზრის უკან, კიღმა გული წამივიდა. სხვადასხვა ზომის და ფერის ყველით გადათეთრებული იყო ტროტუარი და გამვლელ-გამოვლელები ერთმანეთს გვერდს ძლივას უვლიდენ. შუადღიზა და საღამოს, არ ვიცი, რაღა იქნება. საყვედური რო ვთქვი, დემეტაკენ ქორებივით აგი დასუქებული ქალები, ზოგი საკუთარ სკამზე და ზოგიც კიდო გადაბრუნებულ, გვერდმოქცეულ ყუთებზე რო არიენ ჩამწკრივებული, კაცი ფეხს ვერ გადაადგამს წესიერად. შემომიტიეს, მარა, რა შემომიტიეს, წყალს გამატანეს. თუ არ გინდა, ვინცხა ოხერი ხარ, გეიარე, ნუ ჩერდებიო, შენ ვინ გეკითხებაო! ზოგმა კიდო - ამისთანა ბებერი რო დაჩანჩალობ ბაზარში, სახში ვერ დეეტიეო.

მარა რა გინდა რო ქნა, ჩვენ ხალხს ნამეტნავად არ ეპიტნავებათ ცივილიზაცია. ევროპიელები ვართო, ქე გეიძახიან და ყოველ მეორე სიტყვას ინგლისურად ამბობენ, მარა, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ, ხალხმა ცოტა რო შეიგნოს, რას შვებიან. ნამეტნავი გულნატკენი დავჩი, აი ქალების გასალანძღი რა მჭირდა, არ ვიცი, იქით მინდოდა დემერიგებია და - აქეთ არ გამლანძღეს? კიტრი და პამიდორი კიდო მესმის, მარა, ყველი, ხალხო? გამიგონია ასთე? ამინდებს ქე უყურებთ, რავარი სიცხეები გვაქვენ, ორმოც გრადუსზე ზეით რო არბის გრადუსნიკი, ხო ამჩნევს ყოველი კაცი. მიწაზე დაყრილი ეიღო და ბოვშებს აჭამო? მერე იტყვიან, არაფერი უჭამია და რეიზა ეეშალა კუჭიო!

დავაწყვე აგი ჩემი ნაყიდი ხორაგი კაჭკაზე და გულმოკლული წამევედი სახლში. როის გახდება ჩვენი ხალხი ცივილიზებული, ა?!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია