დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“
2010/05/24 12:36:53

20 მაისს, 11 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა დაიწყო. მას თაოსნობდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის დეპარტამენტი, ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტი, სტუდენტთა საენათმეცნიერო წრე და სტუდენტური თვითმმართველობა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მოსწავლეები და სტუდენტები, როგორც ქუთაისიდან, ასევე - იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან. მონაწილეებს, სიმბოლურად,   მკერდზე    ვეფხისტყავისებრი  ლენტები  ამშვენებდათ.

ომარ გვეტაძე, პროფესორი, რუსთველოლოგი: „იდეა „ვეფხის-  ტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის შესახებ შარშან, ჩემს ლექციაზე დაიბადა და უკვე მეორე წელია, ვახორციელებთ. როგორც ჩანს, ტრადიციას უკვე ჩაეყარა საფუძველი. მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება მსგავსი ღონისძიებები, რომლის ანალოგიც დღეს ჩვენი იდეის განხორციელებაა. „ვეფხისტყაოსნის“ წაკითხვა შეზღუდული არ არის, ყველას, ვისაც სურვილი გაუჩნდება, შეუძლია, წაიკითხოს. ამ დღისთვის სპეციალურად ვანის რაიონიდანაც ჩამოვიდნენ სკოლის მოსწავლეები. მინდა გითხრათ, განსაკუთრებული მადლია ამ პოემის ქუთაისში წაკითხვა რადგან „ვეფხისტყაოსანი“ სწორედ თამარისთვის დაიწერა, თამარი კი, უდავოდ, გელათშია დაკრძალული...“

უნივერსიტეტის ეზოში გამვლელ-გამომვლელი ინტერესით აკვირდებოდა, ჩერდებოდა და უსმენდა        „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვას. ხშირ შემთხვევაში, თავადაც მონაწილეობდა. მათ რიგებში ჩვენც ვიდექით. ზოგიერთი მკითხველი ჩანაწერებსაც ტოვებდა სპეციალურ ჟურნალში.

 

სალომე ბებია

ნანა კუკულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2348
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია