დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პაულო კოელიო ჩვენთან
2010/05/17 12:18:27

თანამედროვე ბრაზილიელი მწერლი პაულო კოელიო წიგნები ბესტსელერებად იქცა და ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. მისი ბავშვობა ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო, მას ხშირად ჰქონდა უკმაყოფილება მშობლებთან. საბოლოო ჯამში 17 წლის პაულოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად. ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პალოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია - ამიტომაც, კლინიკდან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა.
1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პალო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა. საბოლოოდ მწერლად ჩამოყალიბდა და მისმა წიგნება უდიდესი პოპულარობა ჰპოვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თუმცა კოელიოს ყველაზე დიდი წარმატება ალქიმიკოსმა მოუტანა. ეს წიგნი მე-20 საუკუნის ლიტერატურულ ფენომენად აღიარეს. „ალქიმიკოსმა გამოცემისთანავე ბესტსელერთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა და გაყიდვებით 35 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. „ალქიმიკოსის გამო 2008 წელს პალო კოელიო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ავტორი წიგნისა, რომელიც მსოფლიო ყველაზე მეტ - 67 ენაზეა თარგმნილი და 150 ქვეყანაში გამოიცა.
ხლა მინდა შემოგთავაზოთ იმ წიგნების მოკლე აღწერა, რომლებიც მე ყველაზე მეტად მიყვარს და რომლებიც საქრთველოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მაკა ჩინიჯიშვილი

 

 

დასახელება: რიო-პიედრას ნაპირზე

ჩამოვჯექი და ავტირდი

ავტორი: პაულო კოელიო

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გამოცემის თარიღი: 2004

გვერდების რაოდენობა: 166

ფასი: 9.00 ლარი

ISBN: 99940-30-10-8

ყდა: მაგარი

ყდის ზომა: 130X205

ანოტაცია: სიყვარული დიდ საიდუმლოებებს გვაზიარებს და ამით გვაახლოებს ცხოვრების არსსა და მარადისობასთან. მაგრამ, რა ხდება, როცა ახალგაზრდა ქალის სიმორცხვე ხელს უშლის სიყვარულს? რა ხდება, როცა თერთმეტი წლის შემდეგ ბედი კვლავ შეახვედრებს მას ძველ სიყვარულს?
... ცხოვრებამ ახალგაზრდა ქალბატონს თავისი კვალი დაამჩნია, გააძლიერა და საკუთარი გრძნობების მართვა ასწავლა. მამაკაცმა კი რელიგიისკენ მავალი გზა აირჩია და სულიერადაც და ფიზიკურადაც ბევრად მომხიბლავი გახდა.
ისინი ერთად მიემგზავრებიან. ამ მოგზაურობას ართულებს წარსულში დაფარული დანაშაულის გამოაშკარავება და გულისწყრომა. საბედნიეროდ, რიო-პიედრას ნაპირთან, პატარა სოფელში, ისინი პოულობენ გზას ერთმანეთისკენ. მათი განსაკუთრებული ურთიერთობა კი ისევე სასიამოვნოდ იკითხება, როგორც პაულო კოელიოს სხვა ბესტსელერები.

 

დასახელება: ალქიმიკოსი

ავტორი: პაულო კოელიო

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გამოცემის თარიღი: 2004

გვერდების რაოდენობა: 126

ფასი: 5.95 ლარი

ISBN: 99940-30-30-2

ყდა: რბილი, ლამინირებული

ყდის ზომა: 135X200

როგორც ზემოთ აღვნიშნე ესაა წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა კოელიოს. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება.
მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსია, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს.

 

დასახელება: პორტობელოელი

ჯადოქარი

ავტორი: პაულო კოელიო

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გამოცემის თარიღი: 2008

გვერდების რაოდენობა: 296

ფასი: 6.95 ლარი

ყდა: მაგარი

ყდის ზომა: 135X205

ანოტაცია: ნახევრად ბოშა და ფიზიკურად ძალიან ლამაზი ათენა XXI საუკუნის გრძნეული ქალია. ძლიერი ხასიათის ახალგაზრდა დედამ ცეკვის საშუალებით შეიცნო ყოველივეს შემქმნელის, დიდი დედის საიდუმლო. მან სიყვარული მიიტანა სამსხვერპლოზე, ოცნება ანდო ადამიანებს, რომლებმაც უმოწყალოდ დაამსხვრიეს იგი...
პაულო კოელიოს ახალი წიგნი „პორტობელოელი ჯადოქარი“ ახალგაზრდა ქალის, ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული მშვენიერი არსების ტრაგიკული ცხოვრების ამბავია.

 

დასახელება: ვერონიკამ სიკვდილი

გადაწყვიტა

ავტორი: პაულო კოელიო

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გამოცემის თარიღი: 2004

გვერდების რაოდენობა: 198

ფასი: 5.95 ლარი

ISBN: 99940-30-11-6

ყდა: მაგარი

ყდის ზომა: 130X205

ანოტაცია: მიმზიდველი მამაკაცის გარემოცვაში ყოფნა, ღამის კლუბებში სასიამოვნო დროსტარება, ყველა სურვილის დაკმაყოფილება - ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი ბედნიერებისთვის, ვერონიკას არ იზიდავს ასეთი ცხოვრება და ერთ „მშვენიერ“ დილას თვითმკვლელობასაც გადაწყვეტს... წამლის დიდი დოზის მიღების შემდეგ გონზე მოყავთ, მაგრამ გრძნობს, რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა.
საავადმყოფოს შეზღუდულ გარემოში პოვებს ვერონიკა თავისუფლებას. აქ გამოამჟღავნებს ისეთ თვისებებს, რომელთაც ადრე გულმოდგინედ ახშობდა. ესაა სიძულვილი, შიში, ცნობისმოყვარეობა და სიყვარული - სექსუალური გამოფხიზლებაც კი. საკუთარი გამოცდილება ეხმარება მას თანდათანობით გააანალიზოს, რომ მისი არსებობის ყოველი წამი არჩევანია ცხოვრებასა და სიკვდილს შორის.
პაულო კოელიოს ეს წიგნი სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელნი არიან ნორმალური საზოგადოებისათვის. ეს არის სიგიჟე და, ამავე დროს, ეს არის რეალობა.

 

დასახელება: ზაჰირი

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გამოცემის თარიღი: 2005

გვერდების რაოდენობა: 268

ფასი: 6.95 ლარი

ISBN: 99940-30-54-X

ყდა: მაგარი

ყდის ზომა: 135X205

ანოტაცია: ზაჰირი არაბული წარმომავლობისაა და ხილულს, ნამდვილს ნიშნავს. ეს არის ის „რაღაც“ რომელიც სულში ჩაგისახლდება და მის გარდა ვერაფერს ხედავ, ვეღარაფერზე აკეთებ, კონცენტრაციას. სანამ არ იპოვი იმ „ერთს“, რომელიც დაკარგე და ზა-ჰირად გექცა. სწორედ ეს სტანჯავს წიგნის მთავარ გმირს, მას ზაჰირად თავის დაკარგული ცოლი ექცა და ყველა ღონეს ხმარობს, რომ საყვარელი ადამიანი დაიბრუნოს. ეს წიგნი კვლავ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მარადიულ პრობლემებზე მოგვითხრობს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერია.

 

დასახელება: ეშმაკი და ქალბატონი პრიმი

ავტორი: პაულო კოელიო

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გამოცემის თარიღი: 2006

გვერდების რაოდენობა: 198

ფასი: 5.95 ლარი

ყდა: მაგარი

ყდის ზომა: 135X210

ანოტაცია: ქალი - ბედნიერების მაძიებელი. კაცი - დევნილი, მტკივნეული წარსულიდან მოსული აჩრდილებით. ურთიერთობები - სიხარბით, სიმხდალითა და შიშით ნასაზრდოები...
ერთ მშვენიერ დღეს ყველა შეიძლება დადგეს დილემის წინაშე - სიკვდილი თუ ძალაუფლება - ყველამ საკუთარი გზა უნდა აირჩიოს. რას ირჩევენ ნაწარმოების გმირები: სიკეთეს თუ ბოროტებას?!
ვისკოს შორეული სოფელი უჩვეულო ბრძოლის ადგილია, სადაც უცხოელი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩადის, ზურგჩანთით, პატარა წიგნაკითა და 11 ოქროს ფილით აღჭურვილი. იდუმალებით მოცული სტუმრის თანამზრახველები ხდებიან სოფლის მცხოვრებნიც...

პაულო კოელიოს ახალი რომანი ადამიანის სულის ბნელი და ნათელი მხარეების ბრძოლას ეხება. ადამიანი, რომელიც დაძლევს შიშს, იქნება განსხვავებული და თამამად გაჰყვება თავის ოცნებებს, შესძლებს მართებულად ცხოვრებას. „ეშმაკი და ქალბატონი პრიმი“ ემოციებით გაჯერებული ისტორიაა, რომელშიც ადამიანთა პატიოსნებას დიდი გამოცდა ელის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3164
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია