დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დასახელება: „ვეფხისტყაოსანი“ (ყველაფერი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ) ხუთ წიგნად
2010/04/06 13:31:25

და­სახელება: „ვეფხისტყაო­სა­ნი“ (ყვე­ლა­ფე­რი „ვეფხისტყაოს­ნის“ შე­სახებ) ხუთ წიგ­ნად

პრო­ექ­ტი: ჩვენ და „ვეფხისტყაო­სა­ნი“

ფასი: 399,95 ლარი

 

წიგ­ნი „პირ­ვე­ლი - „ვეფხისტყაოს­ნის“ გა­მო­ცე­მა­თა რა­ო­დე­ნობამ ქარ­თულ ენა­ზე ასს გა­და­ა­ჭარბა. ეს გა­მო­ცე­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ იგი გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რებათა აკა­დე­მი­ის „ვეფხისტყაოს­ნის“ აკა­დე­მი­უ­რი ტექ­სტის დამ­დგე­ნელ­მა კო­მი­სი­ამ და ამ კო­მი­სი­ის მი­ერ მი­ღებულ ბოლო რე­დაქ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. გა­მო­ცე­მას თან ერ­თვის ლექ­სი­კო­ნი, რომ­ლის საბოლოო რე­დაქ­ცია ეკუთ­ვნის გუ­რამ კარ­ტო­ზი­ას. „ვეფხისტყაოს­ნის“ ტექ­სტი შე­ი­ცავს 1673 სტროფს, რო­მელ­თა­გან 10 კო­მი­სი­ამ რუს­თვე­ლუ­რად ჩათ­ვა­ლა და პირ­ვე­ლად შე­ი­ტა­ნა ამ გა­მო­ცე­მა­ში. წიგ­ნის ილუს­ტრა­ტო­რი და დი­ზა­ი­ნე­რია გი­ორ­გი ბოხუა.

მე­ო­რე წიგ­ნი მო­გითხრობთ „ვეფხისტყაოს­ნის“ შე­სახებ. გა­მო­ცე­მა წარ­მო­ად­გენს „ვეფხისტყაოს­ნის“ და შო­თა რუს­თა­ვე­ლის შე­სახებ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ურ კრებულს, ასე­თი აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მომ­ზად­და. მას­ში იხილავთ: ინ­ფორ­მა­ცი­ას თით­ქმის ყვე­ლა იმ პირ­ზე, ვინც „ვეფხისტყაო­სან­თან“ არის და­კავ­ში­რებული, 1000-ზე მეტ სა­ი­ლუს­ტრა­ციო მა­სა­ლას, 200-ზე მეტი ავ­ტო­რის სტა­ტი­ას და ნაშ­რომს. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია II-ის ვრცელ წე­რილს „შო­თა რუს­თა­ვე­ლი  და  მი­სი  საღ­ვთის­მეტყვე­ლო შეხედუ­ლებანი“, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ქვეყნდება.

მე­სა­მე წიგ­ნში „ვეფხისტყაო­სან­ზე“ მოგ­ვითხრობენ ავ­თან­დილ არაბული და მა­მია მა­ლა­ზო­ნია. ფი­ლო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რებათა დოქ­ტო­რი ავ­თან­დილ არაბული ორი­გი­ნა­ლუ­რად მოგ­ვითხრობს „ვეფხისტყაოს­ნის“ ში­ნა­არსს. მა­გა­ლი­თად, თხრობა იწყება თა­ვით: „ამბად მო­ნათხრობი „ვეფხისტყაოს­ნის“ კითხვის დაწყებამ­დე.“ იქ­ვე კი მი­ნა­წე­რია: „პო­ე­მის თარ­გმა­ნების სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ“. რას ნიშ­ნავს ეს? მთხრობელს სურს, მკითხვე­ლი გა­აც­ნოს თა­ვი­სუ­ფალ მო­ნათხრობს, რო­მელ­შიც მთხრობელის შეხედუ­ლებისა­მებრ, შე­იძ­ლება, ზო­გი რამ გა­მო­ტო­ვებული იყოს, ხოლო ზო­გი ფაქ­ტი და მოვ­ლე­ნა - პი­რი­ქით, უფ­რო გა­მოკ­ვე­თი­ლი და ხელ­შე­სახები. ყოვე­ლი­ვე ამას ხელს უწყობს ცნობილი მხატ­ვრის, მა­მია მა­ლა­ზო­ნი­ას ილუს­ტრა­ციები.

მე­ოთხე წიგ­ნში „ვეფხისტყაო­სანს“ წარ­მო­გიდ­გენთ ქე­თი მა­ტაბელი. ქე­თი მა­ტაბელის ილუს­ტრა­ციები რუს­თა­ვე­ლის პო­ე­მის სამყარო­ში ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი ჩა­ძირ­ვის შე­დე­გია. მხატ­ვრის ფან­ტა­ზია მუ­შაობს სპარ­სულ, ჩი­ნურ, ინ­დურ მო­ტი­ვებზე. იგი მკითხველს ამოგ­ზა­უ­რებს XII სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც რუს­თა­ვე­ლის გმი­რები კი­დევ უფ­რო რე­ა­ლუ­რად აღ­საქ­მე­ლია.

მეხუთე წიგ­ნში  მო­ცე­მუ­ლია  „ვეფხისტყაოს­ნის“  გა­მო­ცე­მა­თა  ბიბლი­ოგ­რა­ფია  1712-2008 წწ.   მკითხვე­ლი  „ვეფხისტყაოს­ნის“ 300-ზე მეტ გა­მო­ცე­მას ერ­თი­ა­ნად ეც­ნობა. ბიბლი­ოგ­რა­ფი­ას დარ­თუ­ლი აქვს გა­მო­ცე­მა­თა სა­ტი­ტუ­ლე ფურ­ცლი­სა და ყდის გა­ფორ­მებები. რუს­თა­ვე­ლის მკვლე­ვარ­ნი ამ გა­მო­ცე­მას 1937 წლი­დან ელოდ­ნენ, მაგ­რამ მხოლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლიგ­რა­ფი­ულ­მა მიღ­წე­ვებმა და, რა თქმა უნ­და, მი­სი ორი ავ­ტო­რის, „ვეფხისტყაოს­ნის“ ორი მოტ­რფი­ა­ლის  - ლე­ვან თაქ­თა­ქიშ­ვი­ლის და მა­მუ­კა ჩხეი­ძის მო­წა­დი­ნებამ გახადა შე­საძ­ლებელი ამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია