დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დასახელება: მადათოვი
2010/04/06 13:29:32

და­სახელება: მა­და­თო­ვი

ავ­ტო­რი: აკა მორ­ჩი­ლა­ძე

ტრი­ლო­გია

ფა­სი: 18,95 ლარი

 

„გა­დაფ­რე­ნა მა­და­თოვ­ზე და უკან“ - „მა­და­თო­ვის ტრი­ლო­გი­ის“ პირ­ვე­ლი წიგ­ნია. დე­ტექ­ტი­უ­რი სიუჟეტი მეცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის თბილის­ში ვი­თარ­დება. მა­და­თო­ვის კუნ­ძულ­ზე ნა­პოვ­ნია მა­მათ­მა­ვა­ლი მხატ­ვრის, ხაფოს გვა­მი, რომ­ლის მკვლე­ლობის გა­მო­ძიებასაც მრა­ვალ და­ფა­რულ საქ­მის კვალ­ზე გავყავართ...
რო­მა­ნის პერ­სო­ნაჟები გა­მო­გო­ნილ­თან ერ­თად ის­ტო­რი­უ­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რებიც არი­ან. წიგ­ნში ძვე­ლი თბილი­სის კო­ლო­რი­ტულ სუ­რა­თებთან ერ­თად უხვა­დაა პა­რო­დია, იუ­მო­რი და ირო­ნია, რაც რო­მანს გან­სა­კუთ­რებულ ხიბლს ანი­ჭებს და მკითხვე­ლის საყვა­რელ წიგ­ნად აქ­ცევს. ტრი­ლო­გი­ის II წიგ­ნში უკა­ნას­კნე­ლი წლების ყვე­ლა­ზე ცნობილი ქარ­თუ­ლი რო­მა­ნის გმი­რები კვლავ ხვდებიან ერ­თმა­ნეთს მა­და­თო­ვის კუნ­ძულ­ზე 1909 წელს, პირ­ვე­ლი შეხვედ­რი­დან ათი წლის შემ­დეგ. რო­მან­ში ოს­ტა­ტუ­რა­დაა გა­ცოცხლებული II სა­უ­კუ­ნის და­საწყისის სა­ქარ­თვე­ლო და რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი ვნებათა­ღელ­ვა. „ვე­შა­პი მა­და­თოვ­ზე“ ტრი­ლო­გი­ის მე­სა­მე წიგ­ნია. მკითხვე­ლი აქაც მრა­ვალ ის­ტო­რი­ულ, თუ მწერ­ლის ფან­ტა­ზი­ით შექ­მნილ პერ­სო­ნაჟს შეხვდება და წარ­სუ­ლის სუ­რა­თებს გაიხსე­ნებს. რო­მა­ნის მე­ო­რე ნა­წილ­ში ავ­ტო­რი ახალ რე­ა­ლობას ქმნის.
და­სას­რულ კი მკითხვე­ლი ხვდება, რომ „მა­და­თო­ვის“ ოც­და­ათ­წლი­ა­ნი ის­ტო­რია სი­ნამ­დვი­ლე­ში ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლობა, XXI სა­უ­კუ­ნე­ში შექ­მნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­ში, „მეჯიქ პო­ლი­სი“ ყოფი­ლა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2318
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია