საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თანამედროვე ინტერნეტ-ატაგენუსები
2009/11/23 14:37:03

რო­გორც დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი იტყოდა: „ყოვე­ლი ნორ­მა­ლუ­რი მოთხრობის წა­კითხვის შემ­დეგ, ხდები ოდ­ნავ უკე­თე­სი, ვიდ­რე ხარ და უფ­რო ჭკვი­­ნი, ვიდ­რე იყავი“. მარ­თა­ლი­ა, - კარ­გი წიგ­ნი არას­დროს ტო­ვებს მკითხველს ისეთს, რო­გო­რიც მის წა­კითხვამ­დე იყო, მაგ­რამ კითხულობენ კი დღეს?

საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლებულ მო­საზ­რებაში: „კომ­პი­უ­ტე­რის სა­უ­კუ­ნე­ში წიგ­ნი ვი­ღას აინ­ტე­რე­სებს, ახალ­გაზ­რდებს ხომ კომ­პი­უ­ტე­რის მე­ტი არა­ფე­რი უნ­დათ“, - ეჭ­ვი მა­შინ შე­ვი­ტა­ნე, ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში მე და 16 წლის ნო­დარ დვა­ლიშ­ვილს „სა­ერ­თო სიყვა­რუ­ლი“ - რი­უ­ნეს­კო აკუ­ტა­გა­ვა რომ აღ­მოგ­ვაჩ­ნდა. საუბარიც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ შედ­გა.

ვა­ღი­ა­რე, რომ მის ასაკ­ში აკუ­ტა­გა­ვას შე­სახებ გა­გო­ნი­ლიც არ მქონ­და და და­ვინ­ტე­რეს­დი, რა სახის ლი­ტე­რა­ტუ­რას ანი­ჭებდა უპი­რა­ტე­სობას? გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, გრი­გოლ რობაქი­ძე, ოთარ ჭი­ლა­ძე, ედ­გარ პო... ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იყო, რო­მელ­მაც გა­და­მაწყვე­ტი­ნა ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­კითხვა ჩა­მე­ტა­რებინა.

გა­მო­კითხულ­თა ასა­კი განსხვა­ვებული იყო.

შე­კითხვა: რა არის თქვენ­თვის წიგ­ნი?

პა­სუხები: „ეს არის უფა­ლი ჩემ­ში“.

„ჩემ­თვის კარ­გი წიგ­ნი არის გზის მკვლე­ვი“.

„თავ­შე­საქ­ცე­ვი“.

„ჩვენ ვმე­გობრობთ, ხში­რად ვკა­მა­თობთ, მაგ­რამ მა­ინც...“

აღ­მოჩ­ნდა, რომ წიგ­ნებსაც განსხვა­ვებული მი­ზე­ზით კითხულობენ: სი­ა­მოვ­ნების­თვის, სწავ­ლის გა­მო, ზოგს ვი­ღაც ურ­ჩევს, უმე­ტე­სად კი: „ეს რო­გორ არ უნ­და მქონ­დეს წა­კითხული“-ს პრინ­ცი­პით.

საყვა­რელ მწერ­ლებად უმე­ტე­სობამ და­ა­სახელა: გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, ნო­დარ დუმბაძე, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სახურ­დი­ა, გრი­გოლ რობაქი­ძე, გაბრი­ელ გარ­სია მარ­კე­სი და პა­ო­ლო კო­ე­ლიო.

ნა­წარ­მოებებში კი თა­ნა­მედ­რო­ვე ატა­გე­ნუ­სები უპი­რა­ტე­სობას ანი­ჭებენ: გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის „სა­მო­სე­ლი პირ­ველს“, ჭაბუა ამი­რეჯიბის „და­თა თუ­თაშხიას“, მარ­კე­სის  „მარ­ტოობის 100 წე­ლი­წადს“, სე­ლინჯერის „თა­მა­ში ჭვა­ვის ყანა­ში“ და კო­ე­ლი­ოს „ზაჰირს“.

კითხვა­დი წიგ­ნები ჟან­რების მიხედ­ვით ასე გა­და­ნა­წილ­და: რო­მა­ნი - დე­ტექ­ტი­ვი - ის­ტო­რი­უ­ლი - სა­თავ­გა­და­სავ­ლო. არ­ჩე­ვა­ნი უმე­ტე­სად განწყობაზე აღ­მოჩ­ნდა და­მო­კი­დებული.

„ამჟამად ინ­ტენ­სი­უ­რად ვკითხულობ პოს­ტმო­დერ­ნის­ტების თვა­ლით და­ნახულ ის­ტო­რი­უ­ლი ყოფის ამ­სახველ რო­მა­ნებს, მომ­წონს დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის რო­მა­ნებიც, ის­ტო­რი­უ­ლი... ხასი­ათს გა­აჩ­ნია“, - გვი­პა­სუხა მა­ნა­ნა აბდა­ლა­ძემ.

და­ვინ­ტე­რეს­დით, გაყიდ­ვის მიხედ­ვით რა მდგო­მა­რეობაა ჯან­რების მხრივ, რა­ში არ ენა­ნებათ ყვე­ლა­ზე მე­ტად ფუ­ლის გა­დახდა.

ერთ-ერ­თი ინ­ტერ­ნეტ-მა­ღა­ზი­ის მო­ნა­ცე­მების მიხედ­ვით, სა­დაც 1100-ზე მე­ტი და­სახელების წიგ­ნი­ა, გაყიდ­ვების მიხედ­ვით „ტოპ ათე­ულ­ში“ პირ­ველ ად­გი­ლას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დია აღ­მოჩ­ნდა. შემ­დე­გი ად­გი­ლებიც სხვა­დასხვა სახის ენ­ციკ­ლო­პე­დიებს უჭი­რავს: საბავ­შვო, გე­ოგ­რა­ფი­ულ, მსოფ­ლი­ო, მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი სა­ოც­რებანი და სხვა შე­მეც­ნებით გა­მო­ცე­მებს. ამათ შემ­დეგ კი საბავ­შვო წიგ­ნები, უმე­ტე­სად - ზღაპ­რები ლი­დე­რობს.

შე­კითხვა­ზე: წიგ­ნი თუ კომ­პი­უ­ტე­რი? პა­სუხი ერ­თია: ერ­თიც და მე­ო­რეც!

„წიგ­ნიც და კომ­პი­უ­ტე­რიც! წიგ­ნის უპი­რა­ტე­სობა ის არის, რომ ფან­ტა­ზი­ის უნარს და აზ­როვ­ნებას უვი­თა­რებს ადა­მი­ანს, უყალიბებს წიგ­ნთან მუ­შაობის კულ­ტუ­რას, აღ­რმა­ვებს მენ­ტა­ლობას, კომ­პი­უ­ტე­რი კი ინ­ფორ­მა­ცი­ის სწრა­ფად მო­ძიების და დრო­ის და­ზოგ­ვის ერ­თგვა­რი სა­შუ­ა­ლებაა, ძა­ლი­ან მოხერხებული, თუმ­ცა, ზე­და­პი­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა, წიგ­ნი კი, - ღრმას და ყოვ­ლის­მომ­ცველს“, - ამბობს მა­კა შა­რა­შე­ნი­ძე.

და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რამ­დე­ნად კითხულობენ და ეც­ნობიან თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას. პა­სუხები, უმე­ტე­სად, ასე­თი იყო: „ვკითხულობ შეძ­ლების­დაგ­ვა­რად...“ თა­ნა­მედ­რო­ვეებიდან კი ყვე­ლა­ზე კარ­გად ლა­შა ბუღა­ძეს და აკა მორ­ჩი­ლა­ძეს იც­ნობენ.

„შეძ­ლების­დაგ­ვა­რად ვკითხულობ. მა­ინ­ტე­რე­სებს და აუ­ცი­ლებელი­ცაა, იცო­დე, რას წე­რენ და რო­გორ. ყვე­ლა­ზე კარ­გად აკა მორ­ჩი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დებას ვიც­ნობ და მომ­წონს“, - ამბობს ნი­ნო გვე­ლე­სი­­ნი.

„ლა­შა ბუღა­ძის „ბოლო ზა­რი“ წა­ვი­კითხე ბოლოს, აკა მორ­ჩი­ლა­ძის „ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის ძაღ­ლებიც“ ძა­ლი­ან მომ­წონს,“ - გვითხრა ნა­ნა დარ­სა­ძემ.

„თა­ნა­მედ­რო­ვეებს შეძ­ლების­დაგ­ვა­რად ვეც­ნობი, ძი­რი­თა­დად, „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­ლიტ­რის“ და­მა­ტებაში ვკითხულობდი. აკა მორ­ჩი­ლა­ძე მომ­წონს ძა­ლი­ან“, - თქვა სო­ფი­კო მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

შე­კითხვა­ზეც: ქარ­თუ­ლი თუ საზ­ღვარ­გა­რე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რა? - პა­სუხი ერ­თია - ორი­ვე!

„ჩვენ ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რება გვზრდის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ციებით ვვი­თარ­დებით, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ უცხოუ­რი უარვყოთ. რაც უფ­რო ღრმად ვეც­ნობით სხვა ქვეყნის ნი­ჭი­ერ­თა შე­მოქ­მე­დებას, მით უფ­რო ვრწმუნ­დებით ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის ძლი­ე­რებასა და სიუხვე­ში, ვგრძნობთ, რომ ჰუმა­ნურ კა­ცობრიობას ყველ­გან და ყოველ­თვის თით­ქმის ერ­თი და იგი­ვე პრობლე­მები აქვს - ზნეობრი­ვი სიჯან­სა­ღე და სიახლო­ვე უზე­ნა­ეს­თან. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მსოფ­ლიო კლა­სი­კის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია“, - გვითხრა კახა გახოკი­ძემ.

„შე­იძ­ლება რუ­სე­თის ძლი­ე­რება გა­ღი­ზი­ა­ნებდეს, მაგ­რამ რა პი­რით და ნა­მუ­სით უნ­და გძულ­დეს პუშ­კი­ნი? ბევ­რი ქარ­თულ ლექ­სზე ამბობს, რომ ის აკ­მაყოფი­ლებს მსოფ­ლიო სტან­დარ­ტებს, მაგ­რამ, და­მიჯერეთ, ქარ­თუ­ლი ლექ­სი თვი­თონ და­ა­წე­სებდა მსოფ­ლიო სტან­დარ­ტებს, მი­სი ადეკ­ვა­ტუ­რი თარ­გმნა რომ შე­იძ­ლებოდეს“, - ასე­თი იყო ლა­შა მო­სეშ­ვი­ლის აზ­რი.

რო­გორც ჩანს, სტე­რე­ო­ტი­პი: „წიგ­ნებს აღა­რა­ვინ კითხულობს“ აღარც ისე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა, თუმ­ცა კარ­ცერ-ლუქ­სებზე მა­ინც არა­ვინ იტყოდა უარს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია