დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენებურები“ თურქეთში
2009/09/24 17:13:49

24 სექტემბერს ქუთაისის მწერალთა სახლის საინტერესო შეხვედრათა კლუბი („შეხვედრები თეთრ ხიდთან“) პროფესორ ავთანდილ ნიკოლეიშვილს სტუმრობდა. წიგნის – „ქართული კულტურის კერა და ქართველები თურქეთში“ – პრეზენტაცია პირველად თურქეთში გაიმართა, სადაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ წიგნით ამჯერად  ქართველი მწერლებიც დაინტერესდნენ.

წიგნი თურქეთში მცხოვრები ქართველების კულტურულ საქმიანობას ეხება და მასში მრავალწლიანი კვლევის შედეგებია შესული. აქ ბევრ საინტერესო ადამიანსაც ნახავთ.

„დღეს თურქეთში ბევრი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. არის დიდი მოთხოვნა, რომ შეიქმნას ქართული ენის შემსწავლელი ცენტრები, ქართული სკოლები, სადაც საქართველოდან ჩასული მასწავლებლები ასწავლიან ქართულს. აქვეა ქართული გამომცემლობები, სადაც იბეჭდება რამდენიმე დასახელების ქართული ჟურნალი, ქართული წიგნები. ეს ყველაფერი  იმედისმომცემი ფაქტია იმიტომ, რომ ამ ქართველებიდან ბევრი რამ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას, ეროვნულ პოტენციალს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და აამაღლებს“, - აღნიშნა პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4309
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია