დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წიგნის ფესტივალი ქუთაისში
2009/09/23 17:10:36

დღეს ქუთაისის საამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წიგნის ფესტივალი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში არსებული საგამომცემლო სახლების მიერ გამოშვებული წიგნები. ქუთაისს მხოლოდ ექვსი გამომცემლობა სტუმრობდა. როგორც ბიბლიოთეკის გამგემ მერაბ გვაზავამ აღნიშნა, ხვალ სტუმრებს ბათუმიდანაც ელიან. წიგნების გამოფენა-გაყიდვა ერთი კვირის მანძილზე გასტანს. ფესტივალის ფარგლებში ქალაქს 20-მდე გამომცემლობის წარმომადგენელი ესტუმრება. „თუ ამ ციფრით ვივარაუდებთ, საინტერესო გამოფენა იქნება და საინტერესო წიგნების შეძენაც შეეძლებათ ქუთაისელებს. რაც მთავარია, წიგნებს საგამომცემლო ფასი ექნება,“ - აღნიშნა ქუთაისის კულტურის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია