საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მეგობრული შეხვედრა სანთლების შუქზე
2009/11/25 13:39:54

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ჟურნალისტ ხათუნა გედენიძის წიგნის წარდგენა გაიმართა. „ოღონდ აპრილი გამიმაისე“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის საქალაქო სამსახურის თანადაფინანსებით გამოიცა.

„მეგობრული შეხვედრა“ –  ასე უწოდა საღამოს წამყვანმა, თოჯინების თეატრის დირექტორმა ია იაშვილმა და ეს მართლაც ასე იყო. მართლია, შეხვედრას საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ, მაგრამ მათი დასწრებაც უფრო მეგობრული იყო.

ძალიან თბილი და ლამაზი შეხვედრა გამოვიდა, მართალია, ყველაფერი სხვანაირად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ შუქის მოულოდნელმა წასვლამ სცენარიც არია. უფრო სწორად, უამრავმა სანთელმა ხათუნასათვის ისედაც დამახასიათებელი  რომანტიზმი უფრო გააძლიერა. თან ლექსების კითხვას ხომ საოცრად უხდება სანთლის შუქი.

საღამოზე ხათუნას ლექსებზე დაწერილი სიმღერებიც აჟღერდა. ფაქტობირვად, ხათუნას ლექსებმა თავისი კომპოზიტორი იპოვეს. ათი წლის წინ ნანა ნაჭყებიამ ხათუნას ლექსზე ისე დაწერა სიმღერა, რომ ავტორს არც კი იცნობდა. ათი წლის შემდეგ მათი ნაცნობობა შედგა და შემოქმედებითი და პიროვნული მეგობრობაც გაგრძელდა.

ლექსებს თვითონ ავტორი კითხულობდა, თუმცა, რამდენიმე ლექსი ავთო სახამბერიძემაც წაიკითხა. მუსიკალური ნომრები წარმოადგინა გაგა შოთაძემაც.

საკმაოდ მოკრძალებული საღამო იყო,  საოცრად თბილი, ხათუნას მსაგავსი და ხათუნასნაირი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია