საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა კავშირი აქვს დემურ გიორხელიძეს პარლამენტის ჭერის ჩამონგრევასთან?
2013/06/11 02:13:23

ახლახანს „ინტერპრესნიუსით“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში,პარლამენტის შენობის ნულ სართულზე ჭერი ჩამოინგრა, რომლის მიზეზიც ოფიციალურიინფორმაციით, სახანძრო მილის დაზიანება გახდა.
 როგორც პარლამენტის აპარატის უფროსის, ზურაბ მარაქველიძის განცხადებიდან გაირკვა, მილიდან წყლის ძლიერი ნაკადი წამოვიდა, რასაც კედელმა ვერ გაუძლო და ნაწილობრივ ჩამოიშალა.
„გიფსო კარდონი გაიჟღინთა, ვერ გაუძლო და ჭერი ნაწილობრივ ჩამოიშალა. 
დაშავებულები არ არიან. წყლის გადაკეტვა შეთხვევიდან 5 წუთში მოხერხდა. ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“,-აღნიშნა მარაქველიძემ  
 აღნიშნულ მონაკვეთში განთავსებულია გარემოს დაცვის, დარგობრივი ეკონომიკსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების სამუშაო ოთახები.

პარლამენტში ჭერის ჩამონგრევის შედეგად არსებულ ვითარებას  პარლამენტის თავმჯდომარეც  გაეეცნო. როგორც დავით უსუფაშვილმა უკვე დაათვალიერა ის ადგილი, სადაც დღეს მილის გახეთქვის გამო დაზიანდა ჭერი და ჩამოინგრა. 
მუშები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. 
ჩამოღებულია ჭერის დაზიანებული ნაწილი. 
ჯერჯერობით გაწმენდითი სამუშაოები არ დაწყებულა. აღდგენითი სამუშაოების ჩატარება ხვალიდან იგეგმება. 

P.S.  და ბოლოს, თუ გაინტერესებთ, მაინც რა კავშირი აქვს პარლამენტის ჭერის ჩამონგრევასთან დემურ გიორხელიძეს, გეტყვით: ქუთაისში , პარლამენტის შენობაში ჭერი ზუსტად მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც ბატონმა დემურმა  დღეს ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე:

"ჩაიშალა ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა! 
ჩაიშალა!
რა ეშველებათ, რჩეულებს სახლში რომ უნდათ ცალი ფეხით და... 
ცალი ფეხით პარლამენტში?! 

აი, როგო ჩაშალეს ქუთაისელებმა (ჩემქალაქელებმა!) პარლამენტის თბილისში გადმოტანის საქმე!

ქუთაისელს ეკითხებიან: "პარლამენტის გადატანაზე რა აზრის ხართ?"

ქუთაისელის პასუხი: "თუ თბილისში აპირებენ გადატანას, ვერ გადაიტანენ, - გვირაბში მაინც ვერ გაეტევა!"

აი, თქვენ!
გვირაბში მაინც ვერ გაეტევა!!!“

 

ქუთაისელების ცინცხალი პასუხი დემურ გიორხელიძეს:

არაფერიც არ ჩაშლილა, ბატონო დემურ! პარლამენტის ჩამოშლა დაწყებულია და მშვენივრად გაეტევა გვირაბში!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1921
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია