დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაფერ დამიჩაგრენ, კაცო, ჩემი ჟურნალისტები!
2013/05/20 11:42:28

მოგანატრათ თავი თქვენმა ქაიხოსრომ, ქე ვიცი, მარა მქონდა მიზეზი: მე ვთქვი, ჯერეთ ვაცლი ახალ მთავრობას მუშაობას, მიდღემში კუდში ხვარ ჩავუდგები ყველას თქვა?

 

ქე მევედი 1 ოქტომბრიდან აქამდე და, რავარც ვრწმუნდები, თქვენი ბებერი ქაიხოსროს შეძახება ამგენსაც ქე ჭირია, აპა! საქვეყნო საქმე უჩემოთ რო არ კეთდება, კიდო ბევრჯელ დაგარწმუნებთ აწინ.

ახლა, ერთ ამბავს მოგიყობით. გასულ კვირას სამეგრელოში ჩევედი ხობის სამონასტრო კომპლექსის გახსნაზე. შვადღის 4 საათისთვის დაპაიჯებული ხალხი კაი 8 საათამდე ველოდით სასულიერო პირებს და მსხვილ-მსხვილ საჯარო მოხელეებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვარი უთხრა კომენტარებზე - დრო არ მაქვსო, მარა, იმისთანა ხვავრიელი სუფრა ქონდათ მასპინძლებს გაშლილი, იმგენსაც ხვარ აწყენიებდა და თავისი სტუმრობით დასდო პატივი.

მე პადრუშკი გამიყარა ერთმა საპატიო ხობელმა, შემიყვანა რესტორანში და ქე არ დამხვდენ იქანე უსუფაშვილი, ნარმანია და სხვა დიდკაცები, სიძე-დედოფლისთვის განკუთვნილ საპატიო ადგილზე წამოჭიმულები? მეც იმგენის ახლოს დამაბრძანეს. რათ გინდა! ლუკმა ვერ გოდოუშვი ყელში. რა მაჭმევდა, კაცო, რამეს, ეს ჩემი შორი გზიდან ჩასული, მოშივებული ჟურნალისტები, ჯერ იყო და, დოუპატიჟებლად მისულებად ჩათვალენ და უპრავაჟოთ გოუშვენ რესტორნიდან. მერე შუა გზიდან მოაბრუნეს, ქე დასვეს  მაგიდასთან, მარა, ვინცხა კაცმა ცხელ ღომში ჩარჭობილი ჩანგლები უცფათ არ გააყრევინა ხელიდან? - აქანე ჩემი რესურსცენტრის გოგუები უნდა დავაჯინოო. მოკლეთ, ჩემი კანტორის ხალხი დამიტოვენ ასე უპატივცემულოთ.

ჟურნალისტებიც რო ადამიანები არიან და მაგათაც შეიძლება მოშივდეთ, მოწყურდეთ და დეიღალონ, ამის შეხსენება რაფრა ჭირდებათ, კაცო! მარტვა ჩინოვნიკებისთვის უნდა გეეშალათ ამოდენა სუფრა? ან, ამხელა გზაზე რო ჟურნალისტი ჩამოგივა, იმას ინტერვიუ და კომენტარი რაფერ უნდა დაამადლო?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2976
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია