საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ზღაპარი
2012/07/23 12:57:37

დიდი მოლოდინის შემდეგ, როგორც იყო, დანიშნეს ნანატრი პენსია!..

გამოხდა ხანი...

პენსია გაიზარდა, გაჯანსაღდა, დამშვენდა. მოკლედ, მის დანახვას არაფერი     სჯობდა.    ყველამ     შეიყვარა,  ყველა  იმედის თვალით შესცქეროდა.

სამაგიეროდ, ფასებმა შეწყვიტეს ზრდა. დასუსტდა, დაბეჩავდა.

„ნეტავ, სად არის ფასები? - ფიქრობდა პენსია. - მის პატივისცემას რა დამავიწყებს, როგორი იმედი მომცა, კაცად ვიგრძენი თავი. ძალიან მენატრება. ვახსოვარ კი?.. იქნება, ვეღარც მიცნოს.“

წინათგრძნობა სინამდვილედ ექცა პენსიას. კვლავ შეხვდნენ ძველი მეგობრები, თუმცა, ერთმანეთის ცნობა პირველად გაუჭირდათ.

- ვაა, ეს შენა ხარ, მეგობარო? - გაკვირვებით დააშტერდა ფასები. - პლასტიკური გაიკეთე, თუ...?! რა ლამაზი ყოფილხარ! თან როგორ გაზრდილხარ! ამას ვინ წარმოიდგენდა. გულით გილოცავ!

ძმურად გადაეხვივნენ ერთმანეთს. სიხარულის ცრემლები აუკიაფდათ თვალებში.

პენსიამ შენიშნა, რომ ახლა ფასები დაპატარავებულიყო და დასუსტებულიყო, მასთან შედარებით.

- რა გჭირს, ავად ხომ არ ხარ? იქნებ, შევძლო დახმარება, ხომ ხედავ, რა ჯანზე ვარ!

- გმადლობ! არ ღირს შეწუხებად... შენ კი, მართლაც, გვარიანად გაზრდილხარ, ყოჩაღ! მიხარია, ბედნიერებას გისურვებ გულწრფელად! გზაჯვარედინთან მოვსულვართ კიდეც, ერთმანეთის დაშორებაც მოგვიწევს, ალბათ.

პენსიამ შენიშნა აღმართი, საითაც უნდა წასულიყო.

ფასებმა გეზი მარცხნისკენ, ანუ დაღმართისკენ აიღო.

- აქეთ მოდი, ძმაო! ერთად ვიაროთ. ჩვენ ერთნაირი უფლებები გვაქვს და ნუ გავყოფთ ჩვენს სავალ გზებს. - სთხოვა პენსიამ.

ფასებმა თანხმობისა და მადლიერების ნიშნად გაიღიმა და ბედნიერად გაუდგნენ გზას.

 

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

 

 

ზეინაბ ნავროზაშვილი-ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია