საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა გინდათ, კაცო, სხვის ცოლებთან?
2012/07/16 13:27:50

რაფერი წანწკლე ბიჭია თქვენი ქაიხოსრო იმერეტინსკი, რო იცოდეთ! ასაკის მიუხედავად, ჯერ კიდო მაქვს შემორჩენილი საჩოხე წელი. მარა, რათ გინდა, ზოგჯერ, დღის ბოლოს, ჩვენს მარშუტკებში რო ავდივარ, ისე ვარ გაკვეხებული ქალების მკერდებთან და კაცების იღლიების ქვეშ, ჩემი კარა, ნემსი რო ჩაასო, იმის ადგილი აღარაა.

ახლა მაინცაა, კაცო, ამდენი მარშუტკა და ავტობუსი, ვინც გვიან ხართ გაჩერებაზე მოსულები, არ შეიძლება, შემდეგს დეელოდოთ? რაცხა 2-3 წუთის მოგების გულიზა, ასე ურცხვათ უნდა ჩეეხუტოთ სხვების ცოლებს და ქმრებს და ყნოსოთ სხვისი ოფლიანი იღლიები ამ ცხელ ზაფხულში?

მე, მაგალითად, ძალიან მცხვენია, გატენილ ავტობუსში თავზე მოურიდებლად რო დავადგე ვინცხას. ეს იმას ნიშნავს, არ დევეძებ მე, ჩემზე ადრე რო დამჯდარხარ მაგ სკამზე, ახლა აქანე ვდგივარ, კეთილი ინებე და დამაჯინე, ვერ უყურებ, მოხუცი ვარო? მაგას მირჩევნია, მევიცადო, მარა რა აზრი აქვს, ჩემო ბატონო, მომდევნო მარშუტშიც იმდონი ხალხი ამოცვივდება, ხელათ მომაქცევენ ალყაში. მოკლეთ, რისი რიგი და რისი წესრიგი! ტყუილი ლაპარაკია ეს! სანამ საერთო წესი არ დადგინდება და მძღოლებს მართლა არ დააჯარიმებენ ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანისთვის, ამ ჩვენს უკულტურობას არაფერი ეშველება!

ა, ბატონო, ესაა ჩემი, ერთი რიგითი მგზავრის, მოსაზრება. თქვენ რაფერ ფიქრობთ, ა?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1931
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია