დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რავა, ტყუილათ მომაქვს ჩეკები მაღაზიიდან, თუ?..
2012/07/02 12:49:02

მე ვთქვი, ქალაქში გავალ, გევიგებ ძველ და ახალ ამბებს-თქვა და ქე   გავყევი მარშუტს. რა ჯანდაბიზა, ნეტაი! იმას აღარ ვიძახი, მონჯღრეული როა მანქანა, მარა შით კიდო იმნაირი სუნია, შევწუხდი კაცი. ერთი ფანჯრიდან ქე უბერავს ცოტა ნიავი, მარა იგი ვერ ანიავებს თლიანად სალონს. ვინცხა პატარა ბოვშმა დამითმო უკან ადგილი, გაახაროს ღმერთმა, და დავჯექი. ამ ჩახუთულობას იგიც დეემატა, მუსიკა რო ბოლომდე აქ აწეული მძღოლს.  წინ ორი, ჩემი შვილიშვილისტოლა ბოვშები იჯდენ, ჯერ ხმაურობდენ, იცინიდენ, არც მეგერიდებიენ, უფროსი ზია და ცოტა წყნარად ვიქნებითო. ძაან გავღიზიანდი, მარა, იმისთანა რაცხაზე დეიწყენ მერე ლაპარიკი, ქე ვცქვიტე ყური. ახლა რო ჩეკების გათამაშებებია და დაზაფრენ ხალხი, ამაზე, ერთი ბოვში ეუბნება მეორეს: ჩეკების გათამაშებაში ფული მევიგეო. რამდენი მეიგო, ვერ გევიგე, ქე მემერიდა კითხვა, ვინ გკითხავს შენო, რო ეთქვა, სა წავსულიყავი მერე. მეორე ბოვში არ უჯერებდა, მანახე, აბა, მართლა თუ მეიგე და დევიჯერეფო. ამან ეიღო ტელეფონი, აკრიბა რაცხა კოდები როა ჩეკზე და ქე ანახა მეორეს. სასწაულათ გოუხარდა იმ ბოვშვს, დაგეგმენ, სა დეეხარჯათ ფული, მარა ერთმა ბოვშმა ხასიათი გოუფუჭა იღბლიან ბიჭს: მასე ჩემმა მეზობელმაც ქე მეიგო ოცი ლარი, მარა რათ გინდა, არცერთმა ბანკმა არ ოუნაზღაურაო!

უიმე, დედაია! ვერ გევიგე, ჩეკს არ ვტოვებ მაღაზიაში, ეგება რაცხა მევიგო და ოჯახიზა რამე ვიყიდო-თქვა, ვათამაშებ და ვათამაშებ და, თუ არ მომცემენ მოგებულს, რაღას ვწვალობ და ვიგლიჯავ ნერვებს ქე მაინც?! ეგი მქონდა ერთი გასართობი და არ ჩამიშხამდა აგერ იმედები? ადრე ქე მოუგია ვიღაცეებს და მიუციათ და ახლა რა ხდება, კაცო! ვაი თქვენს ქაიხოსროს, მე ვთქვი, რაცხა ახალს და კაის გევიგებ ქალაქში-თქვა, მაგიზა დევიბუჟე ფეხები და ვყლაპე მარშუტკის აქოთებული ჰაერი? ახალი ვერ გევიგე ვერაფერი და ჩეკებზეც გამიცრუვდა იმედები, მარა, მტრის ჯინაზე მაღაზიიდან მაინც წამევიღებ ჩეკებს, რამეს რო ვიყიდი... ხო იცით, ადამიანი რაცხანაირია, მაინც ქე მაქ მოგების იმედი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2853
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია