დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიმაურის წყლის ქვითარი სიძესთან!
2012/06/25 13:17:39

„წყალკანალია“ თუ რაცხა ორგანიზაცია, ნამეტანი არეულად რო ქონდა საქმე, ქე ვიცოდი, მარა თლა ასე თუ ურევდენ, ვერ წარმევიდგენდი, კაცო.

არ იკითხავთ,  რაშია საქმე?

ჩემი მეზობლის, ვასიკოს შვილიშვილია, თემური. საფიჩხიაზე ცხოვრობს, თავდადებულის ქუჩაზე. წელიწადი იქნება, ცოლი რაც მეიყვანა. ბოვშსაც ელოდებიენ დღედღეზე. ნიკიაზე ცხოვრობს მისი ცოლოური.

„წყალკანალი“, საფიჩხია და ნიკია, თემური და, მითუმეტეს, მისი ცოლი, რა შუაშიაო, მკითხავთ ახლა.

მოგახსენებთ, ბაბულიებო! დევიწყოთ, აპა: მთელმა ქუთაისმა იცის, რო ვერა და ვერ დააყენეს „წყალკანალში“ საქმე ისე, ხალხს არეულ-დარეულად არ მოუვიდეს გადასახადების ქვითრები, ერთსულიან ოჯახს ხან ხუთი სულის გადასახადი მოდის, ხან - ათის. გაასწორებენ ჩემი მეზობლები ძველ დავალიანებას და  კიდო მოდის და მოდის ის დავალიანება, მოკლედ, მაქანა რო არეულობაა, ისე არსათ აღარაა უკვე. მარა ეს არაფერია იმასთან, რაც ამ ვასიკოს შვილიშვილს შეემთხვა. წინა ხუთშაფათს დახვთერია ჭიშკარში წყლის ქვითარი. გოუშლია, ვნახავ ერთი, ახლა რამდენი დამაწერეს ზედმეტიო და...

„ვერც გევიცინე და ვერც გავბრაზდი, ჩემო ქაიხოსრო ბაბუა. არ იკითხავ, ვისი ქვითარი მომივიდა ამ თავდადებულის ქუჩაზე? ჩემი სიმაურის! ან რაფერ დაამთხვიეს ასე, ან საიდან გეიგეს, ჩემი ცოლი ვინ იყო, მამამისის ქვითარი, ნიკეაზე რო უნდა მეეტანათ,  ჩემთან რო მეიტანესო. ჩვენი გვარები მაინც იყოს ცოტა მსგავსი, ვიფიქრებდი, შეეშალათ-თქვა.“

მოკლეთ, ასე აღმოჩნდა თემურისთან თავდადებულის ქუჩაზე მისი სიმაურის ქვითარი, ნიკეას ქუჩის მაგივრად! ხედავთ, რაფერ წყალწაღებულათ ყოფილა ამ „წყალკანალის“ საქმე?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია