დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხაჭაპურიდან რო ცოცხის ღერს ამეიღებ...
2012/06/18 13:26:54

ბაზრის ტერიტორიაზე, „პასაჟებში“, იმდონი უცხოელი დადის, ვერ დეითვლი. ერთჯერ და ორჯერ კარ გამიგონია, ერთი რო მეორეს ანიშნებს: „ხაჩაპური!.. ხაჩაპური!.. მოწონებიათ, ეტყობა, ჩვენი სუფრის სიამაყე და დეეძებენ საყიდლათ.

რავარი იქნება, მაგენს რო რეზინივით გამაგრებულ და მოხარშული მაკარონით გამოტენილ პურს შეაჩეჩებენ ჩვენი პოვრები!

აგერ კიდო, იმფერი ამბავი გევიგე, კიღმა გედევიერიე! გუშინწინეებზე მომიყვა შვილიშვილმა ეს ამბავი, ორი ღერი თმა მაქვს დარჩენილი თავზე და ისიც ყალყზე დამიდგა. თურმე ჩემ შვილიშვილს და მის კურსელებს რაცხა ორი კაპიკი დოუგროვებიათ და გოდოუწყვეტიათ, მერიის წინ, ბულვარში, „სამაროჟნე“ რო არის, იქანე დამჯდარიყვენ.

მაგათ წინ, რიგში, ვინცხა ქალი მდგარა და იმის ხაჭაპურიდან რაცხა ღეროს თავი არ ქონია ამოყოფილი? ქალი გადარეულა, რაია ესო და, რო მოუკიდია ხელი და ამოუღია, ერთ მტკაველაზე დიდი, ცოცხის რამოდენიმე ღერი არ ყოფილა? ჩვენ ბოვშებს ოუტეხიათ ერთი ამბავი-ძლივას ფული დავაგროვეთ და კაფეში დავჯექით და ამფერი რამე უნდა დაგვახვედროთო? გასუსულა ბართან მდგომი ქალი, ხმა არ ამოუღია თურმე, ან რას ამეიღებდა, იმხელა ცოცხის ღერები იყო ხაჭაპურში! იმაზე ვარ კიდო გამწარებული, ქალმა რავა დოუტოვა იმგენს ხაჭაპურის ფული.

ჩვენმა ბოვშებმა თქვეს, მაშინათვე გამევიძურწეთ იქედან, აპა, რა გარანტია გვქონდა, ჩვენს ხაჭაპურს ცოცხი კი არა, აქანდაზი არ გამოყოლოდაო!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2785
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია