დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტს „სტეკლოს ქუდი“ დაახურეს
2012/05/28 14:10:54

უჰ, ძლივს არ ამევისუნთქე, კაცო! რავარც იქნა, გეიხსნა ე პარლამენტი და გავხთით საპარლამენტო ქალაქი. რავარი პარლამენტი გვაქ, ა? მტერს უფსებს თვალებს, მტერს! არა, რაც არ უნდა ილაპარიკონ, რა ვქნა, მაინც ვერ დოუწუნებ ამ საქმეს იმ კაცს. მარა ეს ჩემი დაფსებული თვალები და ყურები მაინც რო ხედავს და ისმენს იმფერ რაცხას, კაი რო არაა ქვეყნიზა?! 

ჩემი მეზობელი ჯემალიე კი არაა კაი ენის კაცი, ჭორებით უყვარს ლაილაი ჩვენი ქუჩის ბირჟაზე. მე რას მომატყულებს, ამ ხნის კაცს - არ მჯერა მაგისი ნატლიკინები რამეების, არ მივყობი სიტყვაში, მარა, კვირა საღამოს ნამეტანი „სპორი“ მომივიდა. გინდა თუ არაო, მიმტკიცებდა, პარლამენტიზა გარედან ჩვენი სტეკლოტარის სტეკლო დოუხურებიათ, იტალიური ყინვა და ქარიშხალგამძლე სტეკლოს დოუგვიანებია ჩამოსვლა და მიშას გულობიზა, ამ ერთი დღიზა ე უვარგისი სტეკლოთი შოუფუთიათ პარლამენტი გარედანო. მიშა ლენტს რო გაჭრის, მერე უნდა ჩამოხსნან ისთავლე და ჩამოვა ამასობაში იტალიური და იგი უნდა დაახურონო.

რაფრა დემეჯერებია, ორი თვეა აგებენ ამ სტეკლოს, ამდენი ხარჯია მაგის დაგება და ახლა კიდო უნდა მოხსნან? ისიც ხარჯი არაა? მერე კიდო, ხელახლა უნდა დააგონ, აგი კიდე მეტი ხარჯი... ამდენს ვერ იკადრებდენ ერთი კაცის და ერთი დღის გულობიზა-თქვა. ა, ამაზე მომივიდა სპორი. მარა გამტყუნდა ჩემი ჭაღარა...

ჩემი ბიძაშვილის სიძე მუშაობს მაგ პარლამენტის მშენებლობაზე და სპეციალურად დოურეკე, ამ ამბის სიმართლე რო გემერკვია. „კი, ქაიხოსრო ბიძია, ზუსტათ მასეა, დეიგვიანა იტალიურმა         „სტეკლომ“ და რა გვექნა, ხო დაგვიჭერდენ ყველას, 26-ში მიშას     „რეჩი“ რო არ ეთქვა პარლამენტშიო?“

სულ შიშის ფანცქალით ვუყურებდი 26-ში ამ ახალ პარლამენტს, „ქუდი“ არ მოძვრეს თავზე-თქვა... ა, ბატონო, ქე აშენებენ, მარა... რაფერ?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია